“უპირველეს ყოვლისა, უნდა ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად კარგად ითამაშა საქართველომ! მიმაჩნია, რომ პირველ ტაიმში ჩვენი ფიზიკურობა და სიზუსტე ძალიან მაღალ დონეზე იყო, და მინდა მივულოცო ჩემს გუნდს! მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს! იტალიას ორი წლის წინ ბათუმში მოვუგეთ, ხოლო დღეს აქ ვართ, სახლიდან შორს, და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით წავაგეთ. ხაზი უნდა გავუსვათ, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი გუნდი. ბიჭებმა მართლაც შესანიშნავად ითამაშეს. წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა ჩადეს! ეს არ
“იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ამას 6 ერშიც ვხედავთ. ისინი უკვე 25 წელია 6 ერში არიან, ასევე 14 წელია URC-ში (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი - საკლუბო) ორი გუნდით თამაშობენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომ მიეცეს ასეთ ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა?! გამოცდილების მიღების შანსი რომ გვქონდეს, რა შედეგები შეიძლებოდა მიგვეღო! ამდენად, იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მაინც მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წავაგეთ. უფრო მეტი ასეთი თამაში გვჭირდება, რათა გავუმჯობესდეთ და უკეთესები გავხდეთ. დღეს საოცარი თამაში იყო! საქართველოს არაფერი დაუკლია! ჩვენ ძალიან, ძალიან პატარა ერი ვართ, ვისთვისაც არავის სურს 6 ერში ან მსგავს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა!”.
Rugby.ge
არასწორი სათამაშო ტაქტიკა მოედანზე, მეორე რიგში.
არასწორი ფსიქოლოგიური მომზადება და თავდაჯერებულობა მოედანზე გასვლამდე, ესეც მესამე.
რომ არა ნინიაშვილის ფანტასტიური ინდივიდუალური თამაში, ნოლზე იქნებოდა ჩვენი გუნდი.
ქოქრილი მაისაშვილიზაციის გზას დაადგა, სამწუხაროდ და ცარიელი სტადიონი იქნება 24-ში :(