"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან 17 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, იტალიას გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე ერკინება. ეს იქნება ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება, პირველი 2022 წელს ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა პირველი თამაში 10 ნოემბერს მონპელიეში, ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ გამართეს. იმ შემადგენლობიდან მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო 15-ში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სანდრო ქუნთელიას ნაცვლად თამაშს ირაკლი აფციაური იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. სხვა მხრივ შემადგენლობა უცვლელია. მარცხენა ბურჯად თამაშს ნიკა აბულაძე, კვაჭად კი ზელანდიელებთან ლელოს ავტორი ვანო კარკაძე იწყებს. მეორე ხაზში კვლავ მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამეში კი ილია სპანდერაშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

უცვლელია ხაზიც. ღერძზე გუნდის კაპიტან ვასილ ლობჟანიძეს ლუკა მატკავა შეუწყვილდება; ცენტრში თორნიკე კახოიძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილი იქნება.

სამი ახალი სახეა მარქაფაში. ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ ლუკა ჯაფარიძეს, მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს, 9 ნომრის პოზიციაზე კი გელა აფრასიძე ბრუნდება. წინა თამაშის მსგავსად ახლაც შეცვლაზე არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი გიორგი ახალაძე, მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი და ხაზის მოთამაშეები - თედო აბჟანდაძე და დემურ თაფლაძე.

საქართველოსა და იტალიის შეხვედრას გამოცდილი ახალ ზელანდიელი რეფერი ბენ ო’კეფი იმსაჯებს.

2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები

17 ნოემბერი. გენუა (იტალია). ლუიჯი ფერარი

იტალია - საქართველო (17:40 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

Rugby.ge

სოსო
გმადლობ რამაზ!იუთუბიზე იყო და იქ ვუყურე პირდაპირ რეპორტაჟს.
რამაზ
https://www.rugbyeurope.eu/competitions/u18-rugby-europe-championship-2024/georgia-v-germany
ბს
ველოდებით თამაშს (ბრძოლას) სუნთქვა შეკრული. გამარჯვება ბიჭებო!!!
სოსო
იტალიელებს კაპუზო გამოაკლდათ.მცირე,მაგრამ მაინც შეღავათია.უძნელესი საქმეა,მაგრამ ესეც თუ მოვუგეთ,ეს გამარჯვება,ძალიან ბევრისმთქმელი იქნება.კარგ თამაშს და გამარჯვებას გისურვებთ,ბიჭებო! ახალგაზრდულმა ნაკრების თამაში,სად არის,არავინ იცის?
ზაზა
უნდა მოვიგოთ! მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ ბიჭებო!! გვეიმედებით, გავიმეოროთ (და გავაუმჯობესოთ) ბათუმის შედეგი. მე რაც შემიძლია ტრიბუნებიდან გაგამხნევებთ !!!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გულიაშვილი აპრილში "რასინგის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"ბორჯღალოსნები" | შემოდგომაზე იტალიაში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში