24 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" 2024 წლის დასკვნით თამაშს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ტონგასთან გამართავენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივრებს სტადიონის მიმდებარედ 13 საათიდან შეუძლიათ შეკრება.

იტალიასთან მატჩის შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში ბრუნდება ბექა საღინაძე. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონიამ კი დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

თითო ცვლილებაა პირველ და მეორე ხაზში. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს გიორგი ახალაძე იწყებს. კვლავ ძირითადში არიან კვაჭი ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯი ირაკლი აფციაური, ხოლო მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება.

რიჩარდ ქოქრილის გადაწყვეტილებით მარქაფა არასტანდარტული იქნება და შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლება. ნოემბრის ტესტ-მატჩებში პირველად ითამაშებენ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მათ გარდა შერკინებაში შეცვლაზე შევლენ კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

ერთი სიახლეა ხაზის მარქაფაში. "ბორჯღალოსნების" სამატჩო განაცხადში პირველადაა და ტონგასთან დებიუტი ექნება "ბრივის" ცენტს გიორგი შველიძეს, რომელიც ვეტერანი "ბორჯღალოსნის", გოდერძი შველიძის შვილია და თავი 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაგვამახსოვრა. ასევე ხაზის მარქაფაშია გელა აფრასიძე.

საქართველოს ტონგას წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია და მათგან 5 მოიგო. კუნძულელებს ბოლოს 2018 წლის 24 ნოემბერს, ასევე “მიხეილ მესხზე” ვერკინეთ და დღემდე სარეკორდო სხვაობით, 20:9 დავამარცხეთ.

2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები

24 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო - ტონგა (18:00 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 116, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 89, 83, კაპ.);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 15), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი).

Rugby.ge

ამბაკოს
რაგბი ტვ-ზე
ამბაკო
მეგობრებო! იქნებ ამიხსნათ და გამაგებინოთ რაგბის თამაშებს სად,რომელ არხზე უყურებთ? იმედის პროგრამაში წერია.....ჩავრთავ და ფაფუუ,---სულ სხვა გადაცემები მიდის.მაგათ იმედზე ყოფნით შემოდგომის ვერცერთ თამაშს ვერ ვუყურე.აქეთ ვეცი,იქით ვეცი მაგრამ ვერაფერს გავხდი.ლამის გავგიჟდე ადამიანი.
სოსო
გვთხოვენ,სტადიონი შეავსეთო და რაგბის მატჩის დრო,კალათბურთის ნაკრების თამაშის დროს ჰფარავს!ხომ ცხადია,რომ გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი,საშუალება თუ იქნებოდა,ორივე მატჩს დაესწრებოდა?!ახლა,ერთ მატჩსაც მოაკლდება მაყურებელი და მეორესაც.ბევრი კი,სულაც ტელევიზორთან დარჩება,ორივეს საყურებლად. რა ჰქვია ახლა ამას,უტვინობა თუ საბოტაჟი?!არა და, ერთხელ ტელეფონით გადარეკვა და შეთანხმება,ამ ყველაფერს თავიდან აგვარიდებდა.
ბუჯანგა
საცოდავი ტონგა..გახეთქავენ ახლა ნაცემარი..
S.K.
გაკვრითაც კი არ ახსენეს ჩვენი 18 წლამდელების მორიგი ევროპის ჩემპიონობა. ასეთი ზარმაცი საიტი არ მინახავს
გიორგი
მიდით ბიჭებო, ჯიგრებო!
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
მსოფლიოს თასი. C ჯგუფში: არგენტინამ ტონგას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: ჰაერში თამაში გამოვასწორეთ
"ბორჯღალოსნები" | ტონგა ვაკეში 6 წლის შემდეგ ბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
საქართველოს ნაკრებმა ტონგას 22:7 მოუგო [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო