რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს

AutoSharing Option
2024 წლის დასკვნით მატჩში ტონგასთან სარეკორდო სხვაობით (22:7) გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რიჩარდ ქოქრილი: "პირველი ტაიმის შედეგით გაღიზიანებულები ვიყავით, რაზეც შესვენებაზე ვისაუბრეთ, მეორე ტაიმში შესაბამისი განწყობით გავედით მოედანზე და შედეგიც სახეზეა. ჩვენი არჩევანი მეტოქის სიძლიერეზეა დამოკიდებული. როდესაც მეტოქე ფიზიკური გუნდია, ოპტიმალურად მიმაჩნია მარქაფაში 6 მორკინალის ყოლა. გარდა ამისა, ბექა საღინაძეს 8 კვირა არ ჰქონდა ნათამაშები და ამ დროს გადაფარვა სჯობს.

განვლილ 1 წელიწადს პოზიტიურად შევაფასებ. გუნდში
ბევრი ცვლილება მოხდა. როგორც წესი, მსოფლიო თასის შემდეგ გუნდს ვეტერანები ტოვებენ და მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები მოდიან. გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს".

ვასილ ლობჟანიძე: “პირველ ტაიმში მეტოქის თამაშს ავყევით, ვცდილობდით ლელო პირველი ხელიდან გაგვეტანა ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. შესვენების შემდეგ ჩვენს თამაშს დავუბრუნდით და შედეგიც სახეზეა. მიმაჩნია, რომ 100%-იანი ჯარიმა არ არსებობს და პირველ ტაიმში კარში ამის გამო არ დავარტყით. კარგად ვიყავით მომზადებული, მოლში ვდომინირებდით და ლელოზე თამაში გადავწყვიტეთ. არ ვთვლი, რომ პირველი ტაიმის ბოლოს აღებული 3 ქულა თამაშის მსვლელობას შეცვლიდა".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული