"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან

AutoSharing Option
2025 წლის ზაფხულში "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკას ეწვევიან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ტესტ-მატჩს გამართავენ.

საქართველოსა და სპრინგბოკის მესამე რკენა 19 ივლისს გაიმართება. მატჩის ჩატარების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას "ბორჯღალოსნები" პირველად 2003 წელს ეთამაშნენ. საქართველოსთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, მრისხანე მეტოქესთან სადებიუტო ლელო გავიტანეთ, თუმცა ავსტრალიაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 46:19.

მას შემდეგ 18-მა წელმა ისე გაიარა, "ბოკეს" არსად გადავყრივართ, 2021 წელს კი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა პირველად მიგვიწვია ტესტ-მატჩის გასამართად. ტიტულის მოპოვების შემდეგ სამხრეთ აფრიკისთვის ეს
პირველი თამაში იყო და პრეტორიაში მასპინძლებმა 40:9 გაიმარჯვეს.

ერთი კვირის თავზე სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩიც უნდა გვეთამაშა, თუმცა ორივე გუნდის რიგებში კოვიდ-პანდემიამ იფეთქა. შედეგად, მეორე თამაში არ შედგა და "სპრინგბოკს", რომელმაც 2023 წელს მსოფლიო თასი მეოთხედ მოიგო, მესამედ 2025 წლის 19 ივლისს ვერკინებით.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი სიახლეა!
გიორგი
20:16 28-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული