"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური.

"ბორჯღალოსნებმა" თავიდანვე დომინანტურად დაიწყეს და მეტოქე პირველ ტაიმში 16:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიას 110:0 მოუგო, შემდეგ მატჩს კი 16 თებერვალს მადრიდში ესპანეთთან ჩაატარებს.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

საქართველო - ნიდერლანდები 40:7

თბილისი. "ავჭალა"

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა:
16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

altრაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ

მკითხველის კომენტარები / 21 /
ერთი იმ ქართველების თავში ჩამახდედა და მერე თუნდ მამკლა - ვინც ფიქობს, რომ სამართლიანია თურმე ჰოლანდია და მითიმეტეს შვეიცარია ჩვენს ჯგუფში იყვნენ და ჩვენი ექვსი ერის ჯგუფში ყოფნა თითქოს არა.

უთანასწოროდ, რომ მსჯელობთ საქაღთველოზე, საკუთარ შემთხვევაში ათწლეულებია სპილოს, რომ ვერ ხედავთ და სხვის ერთწლიან ქინქლას, რომ ამტკიცებთ - თქვენ ბიძია ქრთველები ხართ თუ გადამთელები?

ეტყობა რაღაც ბოღმა გაწუხებთ და წდით ბიძია შვეიცარიის ალპებში ამოუშვთ ან ნიდერლანდების არჩებში ჩაუშვით - ოღონდ ჯერ გარკვიეთ თუ მოგცეს ამი უფლება, აქ რომ აკეთებთ
ალოოოოოო
12:09 09-02-2025
2
0გაგიჭირდებოდათ
ფეოლა
08:11 09-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული