რაგბი ევროპა | ნამატით ესპანეთისთვის

AutoSharing Option
16 თებერვალს მადრიდში, ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა სამი მოთამაშით შეივსო.

რიჩარდ ქოქრილმა შეკრებაზე ორ მესამეხაზელს და ერთ ხაზის მოთამაშეს უხმო. ესენი არიან იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი.

ამ სამი მოთამაშიდან ყველაზე გამოცდილია "შავი ლომის" მესამეხაზელი მამამთავრიშვილი. მისი სანაკრებო დებიუტი 2022 წელს პორტუგალიასთან შედგა და "ბორჯღალოსნების" კვართით აქამდე 7-ჯერ უთამაშია. "მონ დე მარსანის" მესამეხაზელის, იაშაღაშვილის ანგარიშზე ერთი კეპია. მისი დებიუტი 2024 წელს ავსტრალიასთან შედგა. "შავი ლომის" ცენტრ იოანე მეტრეველს "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშია და ესპანეთთან
თამაშის წინ პოტენციური დებიუტანტია.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა "ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე" საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ნახევარფინალში პირველი ადგილით გავა და მასპინძლის უფლებით ისარგებლებს. მეორე ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებისთვის პორტუგალია და რუმინეთი იბრძვიან.

"ბორჯღალოსნები" ესპანეთში 14 თებერვალს მიემგზავრებიან.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული