ესპანელთა თავკაცი: რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა პრესკონფერენცია გამართა.

- კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგით და ნაკრების ნაჩვენები თამაშით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ მატჩით, არ ვიყავით საუკეთესო გუნდით ჩამოსული და კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვეჩვევით მოგებას, მოგებისთვის თამაშს და რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ძირითადად ნატურალიზებული მორაგბეებით ნაკრების შექმნა და მათით თამაში?
- დიახ, დადებით გზად მიმაჩნია. ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ ხარისხიანი რაგბი და ამას ახალგაზრდობა უყურებს და ვითარდება.

კი გვყავს ფრანგები,
მაგრამ ისინი წარმოშობით ესპანელები არიან.  ჩვენ გვყავს წამყვანი სპორტსმენები ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთში და ა.შ. ახლა ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ რაგბში.

ესპანელთა კაპიტანი: მე ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ, გულდაწყვეტილი დავრჩი. ჩვენ ამ შეხვედრაში მეტი შეგვეძლო, თუმცა ასე არ მოხდა. ყოველთვის ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მარცხი კი გულდასაწყვეტია.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ცხადია ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ ჩვენი გუნდი ერთი თავით მაღლაა, რომ ჰყოლოდათ ესპანელებს უფრო ძლიერი შემადგენლობა, მაინც არ ექნებოდათ შანსი. რისი გაკეთებაც იქნებოდა საჭირო იმას გააკეთებდნენ ბიჭები.
სუსტ მეტოქეებთან გვიჭირს მობილიზება. უელსთან ასე არ იყო.
გიორგი
04 მარტი 2018 14:24
1
ფიქრით ამაღამ ლოგინში რომ დაწვები მაშინაც იფიქრე ჩვენთან მოგებაზე; ვინ გიშლის
ბარკა
04 მარტი 2018 12:52
0
აუფ , შეგვაშინა ... თურმე მოგებაც შეეძლოთ და რა ზღაპრებს ყვება თუ იცის ... ვითომ დაასვენა საუკეთესო მოთამაშეები . თუ ლოგიკას მივყვებით ..., პირიქით უნდა ყოფილიყო არადა , ჩვენი გუნდი უცვლელი ლიდერია ამ გუნდებში და ჩვენს წინაშე ვითომ შესუსტებული რიგებით წარსდგნენ. ესაა უტყუარი თავის მართლება , წაგება რომ გაამართლოს და აღიარება რომ საქართველო ბევრად ძლიერია არ უნდა!!!.. დაილოცოს ჩვენი მელტონ ჰეიგი... :-) ის არასდროს კადრულობს მსგავს სიცრუეს და ყოველთვის კაცური სიტყვა- პასუხი აქვს და ისე წინ წაწია ქართული რაგბი თუ აქვს საბლატაო მას აქვს , , მაგრამ არასდროს აკეთებს! ... ჰო , და კიდევ ბიჭებს დიდი კომპლიმენტი ყველა ქართველისგან ალბათ , ამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვებისთვის და მართლა კარგად იბრძოლეს და ციფრებზე გული არ დაწყდეთ მთავარია კარგად იბრძოლეს და მოვიგეთ!!!
ლილე
04 მარტი 2018 02:01
0
ამათი ნაგლი... რა მოგებაზე ეფიქრათ. ჩვენ უნდა ვიყოთ ცოტათი უკმაყოფილო მეტი შეგვეძლო და ხაზთან იმდენჯერ ვიყავით მინიმუმ 1 ლელო მსინც უნდა დაგვედო კიდევ.
ზეზვა
03 მარტი 2018 22:53
0
ამ ადამიანს შეიძლება მივულოცოთ,თუ მეორე გუნდი ასე თამაშობს,პირველი რაღა იქნება,არადა ეს გუნდიც მისალოცია.ჩვენი კი გამოჩნდა,რომ საკმაოდ ძლიერ და მოტივირებულ გუნდთან შეტევა ძალიან გვიჭირს და შერკინების უპირატესობას,სათანადოდ ვერ ვიყენებთ.ასეთი დერეფანი კი ჩვენებს მგონი არც ჰქონია არასდროს,მიყოლა და გადაყრაც ცუდი,ერთი სიტყვით უდისციპლინო თამაში იყო
სოსო
03 მარტი 2018 22:38
1
გილოცავთ ყველას! რთული თამაში გამოდგა მაგრამ ბიჭებმა გაიმარჯვეს და ეს დამაჯერებლად შეძლეს. დიდი ანგარიშით გამარჯვებებით განებივრებულები ვართ და 13 ქულიანი სხვაობა ცოტა გვეხამუშება:))
რაც შეეხება კომენტარებს, გუშინ გავაკეთე კომენტარი ცენზურის 100 % დაცვით მაგრამ არ გაუშვეს ან ტ**კის განძრევა დაეზარათ.
gigi
03 მარტი 2018 22:27
0
შეუძლიათ იამაყონ,წინააღმდეგობა გაგვიწიეს,მოგებით კი ვერც იოცნებებენ.
ზას.
03 მარტი 2018 22:17
0
ეჰჰ, სანტიაგო-ჯან, მადა ჭამაში მოდისო? გარასხოდებაზე, რომ არ ვითამაშოთ? დავი-დავბასე მოსულა?

როდის გქონდათ ერთი მოსაგები მომენტი?
გიორგი
03 მარტი 2018 22:05
0
რატომ ბლოკავთ კომენტარებს? ცენზურა გიყვართ?
გიორგი
03 მარტი 2018 20:54
0
რა მომენტში შეეძლო ესპანეთს მოგებაზე ეფიქრა ? უპირატესობა არასდროს ჰქონია .
ერთი ეგ არის , ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს.
ბესო
03 მარტი 2018 20:46
1

სიახლეები პოპულარული