ესპანელთა თავკაცი: რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა პრესკონფერენცია გამართა.

- კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგით და ნაკრების ნაჩვენები თამაშით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ მატჩით, არ ვიყავით საუკეთესო გუნდით ჩამოსული და კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვეჩვევით მოგებას, მოგებისთვის თამაშს და რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ძირითადად ნატურალიზებული მორაგბეებით ნაკრების შექმნა და მათით თამაში?
- დიახ, დადებით გზად მიმაჩნია. ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ ხარისხიანი რაგბი და ამას ახალგაზრდობა უყურებს და ვითარდება.

კი გვყავს ფრანგები,
მაგრამ ისინი წარმოშობით ესპანელები არიან.  ჩვენ გვყავს წამყვანი სპორტსმენები ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთში და ა.შ. ახლა ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ რაგბში.

ესპანელთა კაპიტანი: მე ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ, გულდაწყვეტილი დავრჩი. ჩვენ ამ შეხვედრაში მეტი შეგვეძლო, თუმცა ასე არ მოხდა. ყოველთვის ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მარცხი კი გულდასაწყვეტია.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ცხადია ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ ჩვენი გუნდი ერთი თავით მაღლაა, რომ ჰყოლოდათ ესპანელებს უფრო ძლიერი შემადგენლობა, მაინც არ ექნებოდათ შანსი. რისი გაკეთებაც იქნებოდა საჭირო იმას გააკეთებდნენ ბიჭები.
სუსტ მეტოქეებთან გვიჭირს მობილიზება. უელსთან ასე არ იყო.
გიორგი
14:24 04-03-2018
1
ფიქრით ამაღამ ლოგინში რომ დაწვები მაშინაც იფიქრე ჩვენთან მოგებაზე; ვინ გიშლის
ბარკა
12:52 04-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული