მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა აშშ ბოლო წუთებში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს, იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფის შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა აშშ მატჩის ბოლო წუთებში გატეხა და მეტოქე 33:9 ბონუს-ქულით დაამარცხა.

თამაში ლოგიკურად უჟეს მიერ მე-5 წუთზე დადებული ლელოთი დაიწყო. ლოპესმა გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და ფრანგები 7:0 დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე მაკგანთიმ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, 23-ე წუთზე კი რაკამ დადო კიდევ ერთი ლელო ფრანგების მხრიდან, თუმცა ტაიმის ბოლომდე ამერიკელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და პირველი ნახევარი ფრანგებმა 12:6 მოიგეს.

მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე მაკგანითიმ მე-3 ჯარიმა
გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ამერიკელების მაქსიმუმი იყო. დარჩენილ 15 წუთში ფრანგებმა 3 ლელო დადეს. თავი ფიკუმ, პოირომ და სერინმა გამოიჩინეს. ლოპესმა 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 33:9.

რაგბის მსოფლიო თასი. C ჯგუფი
საფრანგეთი - აშშ 33:9

ლელოები

საფრანგეთი: ფიკუ, სერინი, პოირო, უჟე, რაკა

გარდასახვები

საფრანგეთი: ლოპესი (4)

ჯარიმები

აშშ: მაკგანთი (3)

მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაური საერთოდ არ შეეფერება სტატიის შინარსს.
დემე
14:24 02-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული