რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძემ "მზარდ არგენტინასთან" ივარჯიშა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ფრანგული კლუბები საკონტროლო მატჩებს ატარებენ. უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელშიც ქართველ მორაგბეთა გუნდებმაც იასპარეზეს.

მამუკა გორგოძის, ბადრი ალხაზიშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" "მზარდი არგენტინის" ნაკრებს დაუპირისპირდა და 45:24 დაამარცხა. ტულონელებმა ექვსი ლელო გაიტანეს. აქედან ოთხი მატიო ბასტაროს ანგარიშზეა.

გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ალხაზიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ჩილაჩავას არ უთამაშია.

გურამ პაპიძისა და თორნიკე მატ
არაძის
"ლიონი" კი მეორე დივიზიონის ბინადარს, ბექა გიგაშვილის "გრენობლს" დაუპირისპირდა და 26:17 დაამარცხა. პაპიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მატარაძემ მეორე ნახევარში ითამაშა, გიგაშვილი განაცხადში არ იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკ,კარგი ანგარიში შეიძლება შეცდომით დაბეჭდეს,მაგრამ თუ ექვსი ლელო დაუდეს,ეს უკვე მინიმუმ 30 ქულაა და ესე იგი მოუგიათ.თუ რაიმე იცი,იქნებ უფრო გაშლილად დაწერო.
სოსო
17:08 31-07-2017
0
კი არ დაამარცხა, დამარცხდა. :)
nikkk
16:37 31-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული