რაგბი. ლეგიონი: "სტიაუა" წარსულ დიდებას იბრუნებს

AutoSharing Option
რუმინეთის სუპერლიგის გათამაშებას დაუმარცხებლად, დამაჯერებლად ლიდერობს ქართველი მეორეხაზელის, მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის "სტიაუა".

ჩვენებურის ამ გუნდმა მე-5 ტურში შინ მიიღო ბიძინა სამხარაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბაია მარე" და დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით დაამარცხა - 39:37. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

"სტიაუას" ახლა 21 ქულა აქვს და ცხრა ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, მერაბ მატკავას ბუქარესტის "დინამოს", რომელმაც საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ტიმიშოარასთან" ფრედ ითამაშა - 22:22. მატკავამაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მე-5 ტურში ლაშა აზალაძის "ბუქარესტი", რომელიც 11 ქულით მესამე ადგილზეა,
ისვენებდა.

რუმინეთის სუპერლიგა. V ტური
დინამო-ტიმიშოარა 22:22, იაში-კლუჟი 20:29, სტიაუა-ბაია მარე 39:37

სატურნირო მდგომარეობა
1. სტიაუა - 21 ქულა, 2. დინამო - 12, 3. ბუქარესტი - 11, 4. ბაია მარე - 10, 5. ტიმიშოარა - 8, 6. კლუჟი - 4, 7. იაში - 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული