ოთხ ქართველს ტოპ 14-ის ერთი გუნდის შემადგენლობაში ადრეც არაერთხელ უთამაშია, ოღონდ არა "კლერმონის" შემადგენლობაში.
"კასტრთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "ვულკანების" სასტარტოში იყვნენ დავით ზირაქაშვილი (ითამაშა 67 წუთი) და ვიტო კოლელიშვილი.
კოლელიშვილი 65-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ შეცვალა, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ბექა კაკაბაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. ბექასთვის ეს მეორე თამაშია "კლერმონის" პირველ გუნდში.
განვლილი შეხვედრა "კლერმონმა" ცუდად დაიწყო,
მე-5 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ იმარჯვა ლიდერმა "მონპელიემ", რომელმაც "ბრივს" 54:10 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
"მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ბურჯი იყო - მიხეილ ნარიაშვილმა 59, ხოლო დავით ქუბრიაშვილმა 57 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ასევე ბურჯი სოსო ბეკოშვილი.
ორმა ბურჯმა ითამაშა "აჟენის" შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად "ტულუზთან" 10:30 დამარცხდა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და გიორგი თეთრაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვახტანგ ახობაძე 65-ეზე და დასკვნით 2 წუთში კვლავ მოედანზე დააბრუნეს.
პარიზული "რასინგი" მოულოდნელ ლიდერს, "ლიონს" დაუხვდა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის დასკვნითი 30 წუთი ითამაშა ვასილ კაკოვინმა. ამ დროს მისი გუნდი 10 ქულას აგებდა, დარჩენილ დროში ლელო-გარდასახვა გაიტანა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
ტურის სხვა მატჩებში "ტულონმა" "ლა როშელი" 26:20 დაამარცხა, "სტად ფრანსემ", რომლის განაცხადში გიორგი მელიქიძე იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია, სტუმრად "პოს" 25:23 სძლია. "ოიონაქსთან" ასევე სტუმრად მოიგო (39:9) "ბორდომ".
ფრუიძემ და მალაღურაძემ "იარს" ვერ უშველეს
რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ (სულ 8-ჯერ) გახდა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი". ორრაუნდიან ფინალში მან გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის "კრასნი იარი" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "იარის" 25-ივე ქულა (ორი მატჩის ჯამში) ქართველების ანგარიშზეა.კრასნოიარსკული დერბის პირველი რაუნდი "ენისეიმ" 20:9 მოიგო. რა თქმა უნდა, მოედანზე ოთხივე ქართველი იყო და მალაღურაძემ 44-ე, 48-ე და 79-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა.
მეორე მატჩში "კრასნი იარმა" რევანშის აღება მოახერხა, აი, 11-ქულიანი ჩამორჩენისა - ვერა.
პირველ ტაიმში მალაღურაძემ 3 ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდი 9:6 დააწინაურა. "ენისეიმ" წონასწორობა აღადგინა, ხოლო 73-ე წუთზე მალაღურაძის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ფრუიძემ დაასრულა და მისი ლელო ლაშამ გარდასახა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მართალია, კონკრეტულად ეს შეხვედრა "კრასნი იარმა" მოიგო (16:9), მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება და ჩემპიონის თასი "ენისეის" ერგო - 29:25.
პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 100 ქულით მეხუთეა მალაღურაძე. მას მეორე ადგილამდე 10 ქულა დააკლდა. საუკეთესო მელელოვეთა დავაში მესამეა ფრუიძე, რომელმაც რუსეთში გადასვლის შემდეგ თავი 7-ჯერ გამოიჩინა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით