მამუკა გორგოძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "ტულონის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე ვარჯიშისას დაშავდა.

33 წლის გორგოძე ძალოსნობის დარბაზში, სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდა, როცა მკერდის კუნთი დაიზიანა.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მკერდის მყესი და კუნთი ჰქონდა დაზიანებული. გორგოძეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების დასკვნით, რეაბილიტაციისთვის ოთხი თვე დასჭირდება. შესაბამისად, მამუკა გორგოძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მალე გამოჯამრთელება ლომო.უფალი გფარავდეს!
გიო
11:54 25-12-2017
0
მალე გამოჯანმრთელდი მამუკა!ახლა კი დამდეგ ახალ წელს მოგილოცავ,გისურვებ მომავალშიც ისეთივე წარმატებული იყო,როგორიც აქამდე იყავი.
სოსო
14:42 25-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული