დავით კაჭარავა: ვფიქრობ, რომ მატჩს ბევრი ხალხი დაესწრება

AutoSharing Option
20 იანვრის "ჩელენჯ ქაფის" ფარგლებში, თბილისში რუსული კლუბის, "ენისეისა" და "ნიუკასლის" შეხვედრა გაიმართება.

"ენისეის" შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ლეგიონერი დავით კაჭარავა, რომელმაც მომავალ მატჩზე კლუბის ოფიცალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

"ასეთი რანგის შეხვედრა თბილისში პირველად ჩატარდება. ვფიქრობ, რომ მატჩს ბევრი ხალხი დაესწრება.

თამაში ჩემს სამშობლოში მოგვიწევს და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.

იმედი მაქვს, "ენისეი" ამ შეხვედრაში თავის მაქსიმუმს გააკეთებს", - განაცხადა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული