"ენისეის" შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ლეგიონერი დავით კაჭარავა, რომელმაც მომავალ მატჩზე კლუბის ოფიცალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
"ასეთი რანგის შეხვედრა თბილისში პირველად ჩატარდება. ვფიქრობ, რომ მატჩს ბევრი ხალხი დაესწრება.
თამაში ჩემს სამშობლოში მოგვიწევს და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.
იმედი მაქვს, "ენისეი" ამ შეხვედრაში თავის მაქსიმუმს გააკეთებს", - განაცხადა კაჭარავამ.