ქართველი ბურჯი აქამდე მერაბ შარიქაძესთან და გიორგი ცუცქირიძესთან ერთად ფრანგული "ორიაკის" ღირსებას იცავდა, 2016 წლიდან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრია და მისი ღირსება 3 მატჩში დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ ხატიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე იქნება, ვინც "ზე რაგბიში" ითამაშებს. პირველმა ეს ჯაბა ბრეგვაძემ შეძლო.
7 აპრილს "სანვულვზი" ავსტრალიის "ვორათას" მასპინძლობს და შესაძლოა, ამომავალი მზის ქვეყანაში ნიკოლოზის დებიუტი შედგეს.