30 წლის მორაგბემ იაპონურ "სანვულვზთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერრაგბის კლუბს 1-ლი იანვრიდან შეუერთდება. ამ ტრანსფერში უდიდესი როლი მილტონ ჰეიგს მიუძღვის, რომელმაც ბრეგვაძე იაპონელებს დააკავშირა.
"აგვისტოში მილტონ ჰეიგს მისი მეგობარი ჯეიმი ჯოზეფი დაუკავშირდა, რომელიც იაპონიის ნაკრებისა და "სანვულვზის" მთავარი მწვრთნელია და უთხრა, რომ პირველი და მეორე ხაზის მოთამაშეებს ეძებდა. მილტონმა ეს წინადადება მე გამაცნო და ჩემი აგენტის მეშვეობით მოლაპარაკება დაიწყო, რომელიც მალევე წარმატებით დასრულდა და იაპონელებთან კონტრაქტი გავაფორმე. მისი მოქმედება პირველ
"ფიზმომზადების მწვრთნელთან მიმოწერა მქონდა და მითხრა, რა კონდიციებია საჭირო იქ სათამაშოდ. რასაც აქ ვვარჯიშობთ და რა მოთხოვნებიც აქ გვაქვს, მასსა და ახალ მოთხოვნებს შორის დიდი განსხვავება არაა. იაპონელი ფიზმომზადების მწვრთნელი ჩვენს ფიზმომზადების მწვრთნელთან, ირაკლი ჭყონიასთან დავაკავშირე და წასვლამდე მომზადებას მასთან გავივლი. ველოდები ვიზას და იანვრიდან ახალ გუნდს შევუერთდები".
იყო პირველი - ეს ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და ბრეგვაძეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გაცნობიერებული:
"სუპერრაგბიში თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. იაპონიის ნაკრები ახლახან ფრედ ეთამაშა საფრანგეთს, შარშან ცოტა დააკლდა უელსთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა სამხრეთი აფრიკა, ხოლო "სანვულვზი" იაპონიის ნაკრების საბაზო გუნდია. მომიწევს თამაში ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი, ავსტრალიელი და არგენტინელი ვარსკვლავების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ვიქნები პირველი ქართველი სუპერრაგბიში და უნდა დავამტკიცო, რომ თუ ვთამაშობთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ამის გაკეთება სუპერრაგბიშიც შეგვიძლია. ვფიქრობ, იქ ინგლისზე უფრო მაღალი სათამაშო ტემპია, მაგრამ თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, ორი-სამი თამაშის შემდეგ ამ ტემპს ალღოს ავუღებ და ყველაფერი კარგად იქნება".
ჯაბა ბრეგვაძეს 2012-14 წლებში საფრანგეთში, ტოპ 14-ის "ტულუზში", ხოლო 2015-17 წლებში ინგლისის პრემიერშიფის "ვუსტერში" უთამაშია. წელს ის დიდ 10-ში თბილისის "ლოკომოტივის", ხოლო ჩელენჯ ქაფზე კრასნოიარსკის "კრასნი იარის" ღირსებას იცავდა.
ჯაბამ "ბორჯღალოსნების" რიგებში 49 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ორ მსოფლიო თასზე (2011, 2015) ითამაშა.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით