ოფიციალურად: ნიკოლოზ ხატიაშვილი "სანვულვზში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, “ზე რაგბიში” მეორე ქართველი მორაგბე იასპარეზებს - იაპონურმა "სანვულზმა" სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი 25 წლის ნიკოლოზ ხატიაშვილს.

ქართველი ბურჯი აქამდე მერაბ შარიქაძესთან და გიორგი ცუცქირიძესთან ერთად ფრანგული "ორიაკის" ღირსებას იცავდა, 2016 წლიდან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრია და მისი ღირსება 3 მატჩში დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ ხატიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე იქნება, ვინც "ზე რაგბიში" ითამაშებს. პირველმა ეს ჯაბა ბრეგვაძემ შეძლო.

7 აპრილს "სანვულვზი" ავსტრალიის "ვორათას" მასპინძლობს და შესაძლოა, ამომავალი მზის ქვეყანაში ნიკოლოზის დებიუტი შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული