ხვიჩა ჯგერენაია "ბაია მარეში" გადავიდა

AutoSharing Option
ქართველი მორაგბე ხვიჩა ჯგერენაია ოდესის "კრედო 1963"-დან რუმინეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდში გადაბარგდა.

მან "ბაია მარესთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა, იქამდე 6 წელი უკრაინაში თამაშობდა.

"ჩემი მიზანი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა. უნდა დავეხმარო გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მათ შორის რამდენიმე ქართველი ლეგიონერია. იმედია, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღებას მივიქცევ და ეროვნულ გუნდში მიხმობენ", - განაცხადა ჯგერენაიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული