"ქორნიშ პირატსის" მწვრთნელი: ნოდარ ჭეიშვილი საქართველოში კარგად არის გაწვრთნილი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ნოდარ ჭეიშვილის გამოძახებას მისი კლუბი "ქორნიშ პირატსი" გამოეხმაურა.

ინგლისური კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ "TBC რაგბის სერია" ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა 2018 წელს.

ნოდარ ჭეიშვილს ნაკრებში გამოძახება გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ალან პეივერმაც მიულოცა.

"წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში ნოდარი გუნდს გაუშინაურდა. როცა განსხვავებულ სისტემაში მოდიხარ, შეგუებას დრო სჭირდება, თუმცა ის ძალიან კარგად არის გაწვრთნილი საქართველოში და უკვე აქვს საერთაშორისო გამოცდილება. ამიტომ, როდესაც ჩვენთან დაბრუნდება, ვიმედოვნებთ, რომ სათასო მატჩებში დაგვეხმარება" - განაცხადა ალან პეივერმა.

საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს
გამართავს იტალიასთან, ტონგასა და ფიჯისთან.

altიტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული