29 წლის "ბორჯღალოსანმა" ნოდარ ჭეიშვილმა ინგლისის ჩემპიონშიფის (პირველი დივიზიონი) კლუბ "ლონდონ სქოთიშთან" კონტრაქტი გააფორმა და იქ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ქართველი მეორეხაზელი ლონდონურ კლუბს დაახლოებით ერთი თვის წინ შეუთანხმდა, მაგრამ ინდივიდუალური ვარჯიშისას ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა და ტრანსფერი საფრთხის წინაშე დადგა.

მიუხედავად ამისა, მწვრთნელებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს და ინგლისურმა კლუბმა ჭეიშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა.

"ინგლისში 15 ნოემბერს ჩამოვედი. გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციას დაეთმო და მომდევნო კვირიდან უკვე 100%-ით მზად ვიქნები. მწვრთნელები ძალიან კარგად შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ.

რეკომენდაცია გამიწია და კარგად დამახასიათა "ბორჯღალოსნების" შერკინების ყოფილმა მწვრთნელმა გრეემ როუნთრიმ. კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გავაფორმე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ საკმარისი სათამაშო დრო მექნება", - ამბობს აწ უკვე "ლონდონ სქოთიშის" მეორეხაზელი.

ჭეიშვილი ინგლისის ჩემპიონშიფში შარშანაც თამაშობდა და "ქორნიშ პაირეთსის" ღირსებას იცავდა. ის ამბობს, რომ ინგლისის პირველი დივიზიონის კლუბებში ისეთივე პროფესიონალური მიდგომებია, როგორც პრემიერშიფში:

"ვარჯიში ყოველდღე, დილით ადრე გვეწყება და საღამომდე ყველანი ბაზაზე ვართ, რაც ძალიან კარგია, მუდმივად რეჟიმში ვარ. მსურდა, რომ სრული დატვირთვით ამავე კვირაში მევარჯიშა, მაგრამ მწვრთნელებმა და ექიმებმა კიდევ ერთი კვირა მოცდა მირჩიეს. გუნდში სავარჯიშოდ ყველანაირი პირობა გვაქვს - კარგი მოედანი, ტრენაჟორების დარბაზი და ა.შ. წელს გუნდის მიზანი ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნებაა".

"ლონდონ სქოთიში" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ის 141 წლის წინ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1878 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს "ათლეთიქ გრაუნდზე" ატარებს, რომელიც 4500 მაყურებელს იტევს. ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 შეხვედრიდან მან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ჯამში 13 ქულით მე-8 ადგილზეა (12 გუნდს შორის).

ნოდარ ჭეიშვილი დარწმუნებულია, რომ "ლონდონ სქოთიშში" დიდ პროგრესს განიცდის, რაც სამომავლოდ საერთაშორისო არენაზე გამოადგება:

"მიუხედავად იმისა, რომ "ქორნიშ პაირეთსში" ბევრი თამაში არ მომიწია, პროფესიონალური მიდგომებით და ვარჯიშებით შარშან დიდი პროგრესი მქონდა. ახლა უფრო კარგ გუნდში ვარ და ვიმედოვნებ, თამაშიც უფრო ხშირად მომიწევს, რაც წინსვლაში კიდევ უფრო დამეხმარება. ინგლისური რაგბი მომწონს, რადგან ტემპი მაღალია და სულ ღია თამაშია. ვეცდები, ზურა ჟვანიას მსგავსად დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ ქართველ მორაგბეებს ინგლისურ კლუბებში დამკვიდრება უჭირთ და კარგი სეზონი ჩავატარო".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

davit cxameli
Warmatebebi.....leloebis wvima!!!
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის
საქართველოს ნაკრების მორაგბე ინგლისურ კლუბში გადავიდა
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
"ქორნიშ პირატსის" მწვრთნელი: ნოდარ ჭეიშვილი საქართველოში კარგად არის გაწვრთნილი
რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია