3.5-თვიანი პაუზის შემდეგ გორგოძე მოედანს "მონპელიესთან" უბრუნდება

AutoSharing Option
ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანი მამუკა გორგოძე ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს უბრუნდება და ჩემპიონთა თასის მესამე ტურის შეხვედრას ‘ტულონის’ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

34 წლის მორაგბე ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის პირველსავე ტურში, 25 აგვისტოს ‘რასინგ 92’-თან მატჩში დაშავდა. მამუკამ მხრის ბიცეფსი გაიწყვიტა და მკურნალობა 3 თვე გაგრძელდა.

ხვალ მისი გუნდი ჩემპიონთა თასის მესამე ტურში ‘მონპელიეს’ ეთამაშება, გუნდს, რომლის რიგებში მამუკამ 9 წელი (2005-2014) გაატარა და მსოფლიოს აღიარება მოიპოვა. შეხვედრა საქართველოს დროით 19:15 საათზე იწყება და გორგოძე თამაშს მეორე ხაზში იწყებს.

‘მონპელიეს’ სასტარტო შემადგენლობაშია ახალგაზრდა
მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი, რომელმაც ტოპ 14-ში უკვე ორი თამაშის ჩატარება მოასწრო და აქედან ერთი ძირითადში დაიწყო.

ხვალვე ინგლისური ‘უოსპსი’ ‘ტულუზს’ მასპინძლობს და „ბზიკების“ მარქაფაშია ზურაბ ჟვანია. მატჩი 21:30 საათზე იწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული