lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი

AutoSharing Option
პირველ წრეში ნოკაუტში ჩავარდნის შემდეგ ქართველი ფლანგელი ვიტო კოლელიშვილი მოედანზე აღარ გამოჩენილა, მეტიც - მისი დაბრუნება პერსპექტივაშიც არ ჩანს.

6 ოქტომბერს მიღებული ტრავმის შემდეგ ქართველი რეაბლიტიციას ძალიან ნელა აგრძელებს.

ვნახავთ თუ არა კოლელიშვილს ამ სეზონში მოედანზე? არავინ იცის, კიდევ როდის მოახერხებს თამაშს.

ამ შემთხვევაში რაგბიზე კი არა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ
რა ვიცით სინამდვილეში "კლერმონის" მესამეხაზელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელმაც ამ სეზონში ჯამში მხოლოდ 58 წუთი ითამაშა? გარდა იმისა, რომ ის როშელში მატჩისას ნოკაუტში ჩააგდეს, მისი აღდგენითი პროცესიც ცუდად მიდის.

როგორი ცხოვრების
წესით ცხოვრობს მოთამაშე, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მომავალ ივნისში ეწურება?

"ჩვენ მას დასვენების საშუალებას ვაძლევთ. სტადიონზეც ვარჯიშობს. ვცდილობთ, რომ სტიმული მივცეთ. გარკვეული ცვლილებები არის. ხანდახან ველოსპორტით ან ცურვით კავდება, თუმცა ძალისმიერი ვარჯიშების ჩატარების უფლება არ აქვს. გარდა ამისა, რაგბიზე საუბარი არ მსურს, ამ შემთხვევაში საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ეხება. ვიტო კონტრაქტის ბოლომდე ჩვენთან დარჩება, მაგრამ კონტრაქტის საკითხი დღეს მეორეხარისხოვანია" - ამბობს ვიტო კოლელიშვილის მწვრთნელი.

მომზადებულია lamontagne.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ვიტოს შობა ახალ წელს და პირველ რიგში ჯანმრთელობის სრულად და სწრაფად აღდგენას,შემდეგ კი ფორმაში სწრაფ ჩადგომას და ოჯახის სიკეთეს ვუსურვებ
სოსო
11:39 07-01-2019
0
იქნებ კონკრეტულად დაწეროთ რა მოუვიდა ?
vazha
12:12 07-01-2019
0

სიახლეები პოპულარული