იაპონიის ნაკრების წევრი: 5 საუკეთესო მორაგბე? პირველი გორგოძე...

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრების მორაგბე შოტა ჰორიმ "მსოფლიო რაგბისთან" საუბრისას, მისი აზრით, მსოფლიოს ხუთი საუკეთესო მორაგბე დაასახელა.

პირველი, ვინც იაპონელმა ჰუკერმა გამოარჩია, ქართველი მამუკა გორგოძეა.

"ქართველი რვა ნომერი - გორგოძე. ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ბევრი უნარი აქვს და ხშირად თამაშობს ცალი ხელით. ის ძალიან ძლიერია" - განაცხადა ჰორიმ.

იაპონელი "სანვულვზის" მოთამაშეა, სადაც ქართველი მორაგბე ჯაბა ბრეგვაძეც თამაშობს.

შოტა ჰორიმ, მამუკა გორგოძის გარდა, დეინ კოულსი, ტომ ინგლიში, ბერიკ ბარნსი და დევიდ ფოქოქი გამოარჩია.

altმამუკა გორგოძე ნაკრებზე: არ მინდა იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ

უნდა წასულიყოო
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ შოთა))) გაიგე, მამუკ? იაპაონელებიც კი გთხოვენ დაბრუნდიო! მიდი რა, გვჭირდები!
zuka
17:08 04-02-2019
1
სირცხვილია უბრალოდ , მამნუკა ნაკრებში რომ არაა . ვწუხვარ ძალიან...
ბესო
17:09 04-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული