საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის 23-ე ტურში ქართველმა მორაგბემ, ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო.
ჩილავას "მონპელიემ" შინ აუტსაიდერი "გრენობლი" ანგარიშით 47:12 დაამარცხა. ქართველმა მორაგბემ კი ლელო 47-ე წუთზე მიითვალა.
სამწუხაროდ, "მონპელიეში" კონსტანტინე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და გელა აფრასიძეს არ უთამაშიათ; ასევე შეხვედრაში არ მიიღეს მონაწილეობა "გრენობლის" ქართველმა მორაგბეებმა: დავით ქუბრიაშვილმა, ბექა გიგაშვილმა და ლექსო ყაულაშვილმა.
"მონპელიე" 57 ქულით TOP 14-ის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო "გრენობლი" 28 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.