დავით ზირაქიშვილმა ვერცხლის მედალზე უარი თქვა

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია sports-auvergne.fr-მა გაავრცელა: საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ტულუზთან" 18:24 წაგების შემდეგ, "კლერმონის" ქართველმა ლეგიონერმა დავით ზირაქიშვილმა ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი განაცხადა.

"მედლის მიღება არ მინდოდა. ეს ქედმაღლობით არ გამიკეთებია, მეორე ადგილისთვის განკუთვნილი მედალი სახლში საკაოდ მაქვს. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ვერცხლის მედალი ჩინებულია, რაგბში კი წაგების აღმნიშვნელია.

ნამატჩევს ქალბატონმა, რომელიც ოფიციალური პირი გახლდათ, მედლის ასაღებად მისვლა შემომთავაზა, მე კი მოვუბოდიშე და ვუთხარი, სახლში ბევრი მაქვს-მეთქი. ვფიქრობ, მიხვდა, რაც ვიგულისხმე. ვიღაცამ ეს მედალი გასახდელში, ჩემს კარადაში დადო, თუმცა ხელიც არ მიხლია", -
ციტირებს ზირაქიშვილს ფრანგული ვებგვერდი.

ზირაქიშვილმა "კლერმონის" შემადგენლობაში შვიდჯერ ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა - 2010 და 2017 წლებში.

36 წლის ქართველი ბურჯი უკანასკნელი სეზონისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფინალში რომ გავიდა ერთი სტატია არ დაგიწერიათ
და ეხლა რა მოხდა კაცს 5 მედალი აქვს სახლში:))
ისე რა ემართება კლერმონს ფინალში :))
Joshua
26 აგვისტო 2019 10:04
0
თითქმის ყველა ნაკრებს ნატურალიზირებული მორაგბეები ყავს და ჩვენ რა უბედურება გვჭირს საკუთარს რომ ვერ ვუვლით და ნაკრებში ვერ ვათამაშებთ - ზირაქიშვილსა და გორგოძეს ვგულისხმობ. რაგბი პროფესიონალური სპორტია და მოთამაშეებისთვის ნაკრებში თამაშისთვის ფინანსური მხარდაჭერაცაა აუცილებელი, სულ მცირე იმდენი მაინც კლუბიდან, ნაკრებში მიწვევის გამო გაცდენილი თამაშებში არმიღებული ჰონორარი რომ დაუკომპენსირონ. გვაქვს კი ჩვენ ფუფუნება გორგოძილასა და ზირაქას გარეშე ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
r
25 აგვისტო 2019 10:36
3
სპორტულ პრინციპებზე ამ ფორმით უარის თქმა, ცოტა არ იყოს გოიმობაა.
vaxo
24 აგვისტო 2019 13:13
1
გოიმობის დაბრალება,ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი მგონია.იქნებ სპორტული მაქსიმალიზმი და ყელში ამოსული მეორეობაა?
სოსო
26 აგვისტო 2019 09:35
0
შეიძლებოდა ამ ვერცხლით რამე კარგის გაკეთება, მაგალითად . . . ყანწის მორთვა..ა? ცუდი იქნებოდა?
kote
24 აგვისტო 2019 16:45
2

სიახლეები პოპულარული