გორგოძე რამდენიმე წუთი წამოდგომას ვერ ახერხებდა - ფიჯელმა მამუკას სახეში მხარი ჩაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე "ჩელენჯ ქაფის" მატჩში მძიმე ტრავმას გადაურჩა.

ფრანგულმა გრანდმა მეორე ტურში უელსურ "სკარლეტს" უმასპინძლა და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით მინიმალური სხვაობით, 17:16 სძლია.

მასპინძელთა შორის შერკინების მეორე ხაზში პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა მამუკა გორგოძემ. მან 5 მიძალებით 15 მეტრი მოიგო და 4 ბოჭვა შეასრულა. გორგოძე აქტიურობდა რაქებში და ტაიმის მიწურულს, მეტოქის ფიჯელი მეორეხაზელი ტევიტა რატუვა მასთან უხეში თამაშის გამო წითელი ბარათით დაისაჯა.

რატუვამ გორგოძეს სახეში მხარი ჩაარტყა, რის შემდეგ ქართველი მორაგბე რამდენიმე წუთი წამოდგომას ვერ ახერხებდა.

"ტულონმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ორი მატჩის შემდეგ 8 ქულით მეორე ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მამუკას რომ ეგ შეჰკადრა, ორი თავი აქვს მგონი, ტევიტა ტატუვისგან, თუ სადმე კიდევ გადაეყრებიან ერთმანეთს, მამუკა აუცილებლად გოგლი- მოგლს გააკეთებს.
ბმბ
15:05 26-11-2019
0
მეტოქემ ჯერ თავი ააწევინა მამუკას და შემდეგ დაარტყა.სრულიად გამიზნული საქციელი იყო.მე მგონია დისკვალიფიკაციას მისცემენ კაი ხნით.აი საპასუხო შეხვედრაში კი,მისი მისი არ მშურს.
სოსო
10:05 27-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული