"ბორჯღალოსანმა" ბექა ბიწაძემ 3-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ვარჯიში განაახლა და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.

27 წლის მესამეხაზელს წლის განმავლობაში სამი ტვინის შერყევა მოუგროვდა და "მსოფლიო რაგბის" რეგულაციების თანახმად, 3-თვიანი დასვენება მოუწია.

"პირველი ტვინის შერყევა ზაფხულში, აშშ-სთან ტესტ-მატჩისას მივიღე და 10 დღე დავისვენე. კლუბში რომ დავბრუნდი, ორი ამხანაგური თამაში ჩავატარე და მეორე ოფიციალურ შეხვედრაში, "კოლომიესთან" ისევ ტვინის შერყევა მივიღე. ამჯერად 1 თვით მომიწია დასვენება. საახალწლო შესვენების შემდეგ "ნარბონს" 12 იანვარს, პირველი თამაში კვლავ "კოლომიესთან" ჰქონდა. პირველსავე წუთზე მე და ჩემი 2-მეტრიანი, 130-კილოიანი მეორეხაზელი ბოჭვაზე წავედით, მისი იდაყვი თავში მომხვდა და გონება დავკარგე. რადგან წლის განმავლობაში მესამე ტვინის შერყევა იყო, 3 თვით მომიწია დასვენება და ფაქტობრივად, ჩემთვის სეზონი 12 იანვარს დასრულდა", - იხსენებს უქმობის მიზეზებს ბიწაძე.

ტელევიზორიც აუკრძალეს

აღდგენის პირველი 2-3 კვირა განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ექიმებმა ბექას ტელევიზორის ყურება და ტელეფონზე ლაპარაკიც კი აუკრძალეს. რადგან ცივი ზამთარი იყო, ქართველი მესამეხაზელი გუნდის ვარჯიშების საყურებლადაც ვერ დადიოდა და მთელ დღეებს სახლში ატარებდა:

"ეს დღეები ძალიან გაიწელა. რომ მირეკავდნენ, ტელეფონის ეკრანსაც არ ვუყურებდი. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ ექიმებმა ტელევიზორის ყურებისგან გარკვეული დროით თავის შეკავება კიდევ ერთხელ მირჩიეს და რადგან საქმე ჯანმრთელობას ეხებოდა, სხვა რა გზა მქონდა? მხოლოდ 2-3 კვირის წინ დავიწყე კისრის მასაჟები, ერთი კვირის წინ სირბილიც განვაახლე, მომავალი კვირიდან კი კონტაქტურ ვარჯიშებს ვიწყებ", - ამბობს ბიწაძე, რომელმაც შეზღუდვების მიუხედავად, რაგბი ევროპის ჩემპიონატებს მაინც უყურა და ახალბედების თამაშით კმაყოფილი დარჩა:

"ტრადიციულად, თავიდან პატარ-პატარა პრობლემები იყო, რაც შეუთამაშებლობის ბრალია, თუმცა ბოლოს ყველაფერი დალაგდა და ყველაზე ძლიერ მეტოქეს, რუმინეთს, დამაჯერებლად მოვუგეთ. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ნაკრების ახალბედა ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს".

ბევრად მაღალი დონე

თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილმა მორაგბემ საფრანგეთში მესამე სეზონი გაატარა, თუმცა პირველი - მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე 2-ში. ბიწაძემ "ნარბონის" მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 9 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ლელოები კი "ვანსა" და "ორიაკს" გაუტანა.

მიუხედავად თამაშების სიმცირისა, ბექა ამბობს, რომ მაღალ დონეზე თამაშმა მას უდიდესი გამოცდილება შემატა:

"საფრანგეთში პირველი ორი სეზონი ფედერალ 1-ის "შამბერიში" გავატარე და შარშანწინ პრო დე 2-ში ასასვლელი ფინალი "ნევერთან" წავაგეთ. ამ დროს მე უკვე ვიცოდი, რომ პრო დე 2-ის ნარბონში გადავდიოდი, რომელთანაც კონტრაქტი დეკემბერში გავაფორმე.

ამ ორი ლიგის შედარებაც არ შეიძლება. "შამბერიში" 5 თანაგუნდელი მყავდა, რომელიც პარალელურად მუშობდა. იქ ხუთშაბათის გარდა, დღეში მხოლოდ 1 ვარჯიში გვქონდა, აქ კი დილით 8 საათზე ბაზაზე ვიყავით, პირველ ვარჯიშს 12 საათზე ვასრულებდით და 15 საათზე მეორე ვარჯიში გვქონდა. პრო დე 2-ში ყველა პროფესიონალია და მორკინალები დიდი, ჯანიანი ბიჭები არიან, ხოლო ხაზში ყველა გუნდს სწრაფი მორაგბეები ჰყავს. შედეგად, თამაშის ტემპიც ბევრად მაღალია და აშკარად ვგრძნობდი, რომ როცა ვთამაშობდი, ყოველდღე ვუმატებდი. სამწუხაროდ, ტვინის შერყევამ ეს პროცესი შეაჩერა".

მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, ბიწაძის "ნარბონი" ფედერალ 1-ში დაქვეითდა. ბექამ ჯერ არ იცის, როგორი იქნება მისი მომავალი და პრო დე 2-ის კლუბებისგან შეთავაზებებს ელოდება. თუ ეს არ მოხდება, მას გუნდთან ერთად ფედერალ 1-ში მოუწევს დაბრუნება.

ივნისისთვის თბილისში მოემზადება

ამჟამად ბიწაძის გონება "ბორჯღალოსნებს" და ზაფხულის ტესტ-სერიას უტრიალებს. ბექას სურს, რომ დარჩენილ დროში სასურველ ფორმაში ჩადგომა შეძლოს და ამისათვის თავდაუზოგავ შრომას იწყებს:

"აპრილის ბოლომდე საფრანგეთში ვიქნები და თავდაუზოგავად ვივარჯიშებ, რათა გაცდენილის აღდგენა შევძლო. თვის ბოლოს საქართველოში ჩამოვალ და ვარჯიშს ნაკრების ადგილობრივ კანდიდატებთან ერთად გავაგრძელებ. ცუდია, სათამაშო ტონუსში რომ ვერ ვიქნები, თუმცა, თუ ნაკრების ხელმძღვანელობა მენდობა, ზაფხულის ურთულეს თამაშებში ვეცდები, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gizog
გაიხარე ბექა, ჯანმრთველობას და დიდ წარმატებებს გისურვებ!
ქუთაისელი
წარმატებები ბექას! უნიჭიერესია და ბექას იმედი გვაქვს მომავალ ტესტებზე და შემდეგ მსოფლიოზე
თემო
წარმატებები და ჯანმრთელობა ბექა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა