მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს - ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ფრანგული "ტულონის" მორკინალმა მამუკა გორგოძე ტელეკომპანია იმედის გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა

"ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის. მესმის, არის სირთულეები, რთულია ამის გაკეთება, თუმცა მაინც უნდა მოვახერხოთ.

ის, რასაც დღეს მთავრობა და ექიმები აკეთებენ, ეს მხოლოდ გმირობაა. ეს უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სხვი ინტერესი არც არასდროს  მქონია და არც ახლა გამაჩნია.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როდის განახლდება "ტოპ 14", ან განახლდება თუ არა საერთოდ. მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა და
ამაზე მნიშნელოვანი არაფერია.

ბევრმა მითხრა, რომ ასე კარიერის დასრულებას არ ვიმსახურებდი, თუმცა არაუშავს.

მოგეხსენებათ, 30 ივნისს კონტრაქტი მიმთავრდება "ტულონთან" და კარიერასაც დავასრულებ. არ ვაპირებ რაგბიში დარჩენას, თუმცა თუ რამის გაკეთება შემეძლება, მუდამ ქართული რაგბის გვერდით ვიდგები.

ჩვენს ნაკრებზე მინდა ვთქვა, რომ ლევან მაისაშვილის ხელში ყველაზე სანახაობრივ რაგბის ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტი მოწინააღდეგეები გვყავდა.

უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, არა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მოგება, არამედ მსოფლიო თასზე სათამაშოდ ძლიერი გუნდის მომზადება უნდა იყოს."

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან ძნელი წარმოსადგენია ქართული რაგბი,მამუკა გორგოძის გარეშე და შეუძლებელია მამუკა გორგოძის წარმოდგენა,რაგბის გარეშე.ასეა თუ ისე,მამუკამ სამუდამოდ დაიდო ქართველი გულშემატკივრების გულში ადგილი.ძალიან ვწუხვარ,რომ მთლიანად მიდის,იმედი მაქვს,რომ ეს დროებითია და კვლავაც მოემსახურება საყვარელ საქმეს და მჯერა,რომ სადაც არ უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა,ის მაინც საამაყო ადამიანად დარჩება.წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების გამოწვევებთან ყოვედღიურ ბრძოლაში და გმადლობ ყველაფრისათვის.
სოსო
14:57 29-03-2020
0
კარგი ქნა, რომ ნაკრებში გამოსვლა ადრე დაამთავრა, ცოტა შევეჩვიეთ კიდეც ქართულ რაგბს მამუკას გარეშე. როგორც პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი, თედიასვილი, სანეევს და ბევრი სხვა ბრწყინვალე მამულიშვილი არ დაავიწყდება არც ერთ ქართველს, ისე მამუკას თავგანწირულ თამაშს და ოსტატობას ვერავინ დაივიწყაბს, მადლობა ჩემპიონო.
ჟორა გაბრიჭიძე
17:20 29-03-2020
0

სიახლეები პოპულარული