ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" 15 მორაგბეზე გამოაქვეყნა წერილი, რომლებზეც კორონავირუსის დასრულების შემდეგ სპეციალისტებს დაკვირვება მართებთ. ამ სიაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იოანე იაშაღაშვილია. ის 23 აპრილს 20 წლის გახდა.
"იაშაღაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან სტაბილურია, მისი თამაში კი "ბორჯღალოსნების" მომავალს ოპტიმიზმს სძენს. მსოფლიოს 20-წლამდელთა გასულ ჩემპიონატზე მან 70 ბოჭვა შეასრულა. იაშაღაშვილი შესანიშნავად თამაშობს ბურთითაც და ბურთის გარეშეც", - წერს გამოცემა.
მარნეულის "არმაზის" აღზრდილი იაშაღაშვილი ტოპ-14-ის "ბაიონში" გასული წლის ზაფხულიდან ასპარეზობს, უმეტესად ესპუარებში, ხოლო პირველ გუნდში ჩელენჯ კაპზე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მარნეულის "არმაზის" აღზრდილი იაშაღაშვილი ტოპ-14-ის "ბაიონში" გასული წლის ზაფხულიდან ასპარეზობს, უმეტესად ესპუარებში, ხოლო პირველ გუნდში ჩელენჯ კაპზე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.