სამი "უმცროსი ბორჯღალოსანი" Rugbypass-ის რჩეულებში მოხვდა

AutoSharing Option
პოპულარულმა სარაგბო პორტალმა Rugbypass-მა ამ მომენტისთვის 50 საუკეთესო 20 წლამდე მორაგბე გამოარჩია. რჩეულთა შორის სამი "უმცროსი ბორჯღალოსანია" და მათგან ორს უკვე ძირითად ნაკრებშიც უთამაშია.

23-ე ადგილზე "ბეიონის" მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი მოხვდა და გამოცემა მას ასე ახასიათებს:

  • "დიდი და სწრაფი მორაგბე, რომელსაც ხელით თამაშის შესანიშნავი კულტურა აქვს. ესაძლოა გახდეს მამუკა გორგოძის ღირსეული მემკვიდრე. ის დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ხერხემალი უნდა იყოს."

37-ე ადგილზეა "ბრივის" კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც წელს მესამედ ითამაშებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე
ერთი შეხვედრა ჩაატარა:

  • "კარკაძე ჯერ 20 წლისაც არაა და უფროსი ასაკის ნაკრებში უკვე მოასწრო 5 შეხვედრის ჩატარება. ის "ბრივში" მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების, თედო აბჟანდაძისა და ვასილ ლობჟანიძის მხარდამხარ თამაშობს. ეს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ნამდვილი ქართული რევოლუციაა."

48-ე ადგილზეა "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი, "ლელო-სარასენსის" შუამარბი დემე თაფლაძე, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და წელს მესამე ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მან "ბორჯღალოსნების" კვართი წელს 2-ჯერ მოირგო და ერთი ლელოც გაიტანა:

  • "შთამბეჭდავი შუამარბი, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი ცოტა ხნის წინ მოიხვეჭა და გუნდს უკანა ხაზში ესოდენ საჭირო სისწრაფე და დინამიზმი შემატა. 19 წლის მორაგბის საფრანგეთში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია."

2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში "უმცროსი ბორჯღალოსნები" B ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაზე სასურველ მეტოქედ ჯგუფში უელსი რო გეყოლება:დდდ უელსის დონემდე რომ ავალთ ეგ დღეც მალე მოვა. წარმატებები ბიჭებს
ჰან
21:28 16-03-2020
1
იოანეს რატომ არ იძახებენ ნაკრებში, მართლა ველოდი ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე.
Khaka
17:27 16-03-2020
1

სიახლეები პოპულარული