ინგლისის 6-გზის ჩემპიონი ლობჟანიძის ტრანსფერს განიხილავს

AutoSharing Option
ბრიტანული Ruck-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერშიფის კლუბი "ბათი" ახალ 9 ნომერს ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ ვასილ ლობჟანიძეს განიხილავს.

თუმცა, წყაროს ცნობით, ინგლისურ კლუბში გადასვლის მთავარი კანდიდატი 21 წლის ავსტრალიელი აიზეკ ლუკასი გახლავთ, რომელმაც მცირე ხნის წინ დატოვა "რედსი".

მის გარდა, "ბათის" პოტენციურ ახალწვეულებად ბენ სპენსერი, უილი გენია, გრეიგ ლეიდლოუ და ვასილ ლობჟანიძე განიხილებიან.

აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:

"საქართველოს ნაკრების 23 წლის 9 ნომერი ისევ ერთი მაღალი კლასის მოთამაშეა, რომელსაც "ბათის" გაძლიერება შეუძლია. თან ისიც ემატება, რომ
ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბრივთან" კონტრაქტი უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტი გახდება.

2015 წლის მსოფლიო თასზე ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, 2020 წლის 1-ელ თებერვალს კი 23 წლისა და 110 დღის ასაკში ეროვნული გუნდის მაისურით 50-ე შეხვედრა ჩაატარა და ჯორჯ ნორტის რეკორდი დაამხო. მისი გაფორმება გუნდს ნამდვილად გააძლიერებს."

მკითხველის კომენტარები / 5 /
თანმიმდევრობა ყოფილა შემდეგი: აიზეკ ლუკასი, ბენ სპენსერი, უილი გენია, გრეიგ ლეიდლოუ და ვასილ ლობჟანიძე. ანუ ლობჟანიძე ყოფილა რიგით მეხუთე?
დათო
14:10 04-06-2020
0
ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ბრივზე ძლიერ ფრანგულ კლუბში გადავა. არც ეს არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ საფრანგეთში უკვე ადაპტირებულია და ჩემპიონატს კარგად იცნობს
: )))))))
18:45 03-06-2020
1

სიახლეები პოპულარული