ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი, 2019/2020 წლების ევროთასების განახლებული სეზონის ნახევარფინალში გავიდა.

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, გურამ გოგიჩაშვილის ‘რასინგ 92’-მა ფრანგულ დერბიში ‘კლერმონს’ სტუმრად 36:27 სძლია და ნახევარფინალში 26 სექტემბერს ინგლისურ ‘სარასენსს’ უმასპინძლებს. განვლილ მატჩში ქართველ ბურჯს მონაწილეობა არ მიუღია.

Sportall.Ge

ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში ბექა გიგაშვილის ‘ტულონმა’ უელსურ ‘სკარლეტს’ უმასპინძლა და ტაიმი 0:6 დათმო, თუმცა საბოლოოდ 11:6 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ფრანგთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიგაშვილი, რომელმაც მოედანზე 62 წუთი გაატარა, ბურთით 7-ჯერ შეუტია და 4 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 10 ბოჭვა
შეასრულა და 3-ჯერ გაახერხა თერნოვერი. ‘ტულონი’ 26 სექტემბერს ინგლისურ ‘ლესთერ თაიგერსს’ უმასპინძლებს.

ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ‘ბორდომ’ ‘ედინბურგი’ მიიღო და 23:14 დაამარცხა. ჟირონდელთა შორის შეცვლაზე 47 წუთიდან ითამაშა ყაულაშვილმა, 5 შეტევით 7 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 4 ბოჭვა და ერთი თერნოვერი გაახერხა. ‘ბორდო’ 25 სექტემბერს ინგლისში ‘ბრისტოლს’ ეთამაშება.

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექა გიორგაძე იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე. იქნებ დაწეროთ მძიმე ტრავმა ხომ არ არის ამის მიზეზი.
მისი ძალიან მეიმედება და ბექაზე ბევრია დამოკიდებული მოახლოებულ ჯახებში...
გმადლობთ
დიდგორელი
21 სექტემბერი 2020 13:16
0

სიახლეები პოპულარული