"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და საფრანგეთის მეორე დივიზიონის "ორიაკის" 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ პრო დე 2-ში თავისი სადებიუტო მატჩი გამარჯვების ლელოთი აღნიშნა.

2020/21 წლების ჩემპიონატის მეოთხე ტურში ქართველების "ორიაკი" სტუმრად "მონტობანს" ეთამაშებოდა. ალანია შეცვლაზე, 52-ე წუთზე შევიდა, 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის 22-იდან ხელდახელ წამოღებულ შეტევას მიჰყვა და ბურთით ხელში დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. ლელო იმდენად ეფექტური იყო, რომ ფრანგმა ჟურნალისტებმა "ორიაკი" „ოლ ბლექსს“ შეადარეს, თავად ალანია კი ტურის სიმბოლურში მოხვდა. ამ ლელომ გუნდს 20:11 მოაგებინა.

"ორიაკის" ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა. თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.

"ნევერმა" "ანგულემს" უმასპინძლა, 25:12 დაამარცხა და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა. "ნევერის" რიგებში დასკვნითი 15 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ, ხოლო "ანგულემის" შემადგენლობაში ლუკა გოგინავა შეცვლაზე პირველი ტაიმის ბოლოს შევიდა.

"რუანმა" მიმდინარე სეზონში მეორე თამაში გამართა და ჯერჯერობით უქულოდაა. მე-4 ტურში მან "ბიარიცი" მიიღო და 16:23 დამარცხდა. მასპინძელთა შორის მეორე ტაიმი ითამაშა კარლენ ასეიშვილმა და 67-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. "ბიარიცის" ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი, რომელიც შესვენებისას გიორგი ნუცუბიძემ შეცვალა, ხოლო 43-ე წუთზე მოედანზე უშანგი ჭეიშვილიც გამოჩნდა, თუმცა 15 წუთში მოედნის დატოვება მოუწია.

"ვალანსი" "ვანს" ეწვია და 10:36 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში იყო და მეორე მატჩი ჩაატარა გიორგი კაკაურიძემ, რომელიც შეცვლაზე, მე-60 წუთზე შევიდა.

"ოიონამ" "პროვანსი" მიიღო და მას წლევანდელ სეზონში პირველი მარცხი აგემა – 29:17, თავად კი ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება (3-იდან 3 მოგება). "ოიონას" შემადგენლობაში დასკვნითი 11 წუთი გაატარა ბექა კაკაბაძემ, ხოლო "პროვანსის" ბურჯმა ზაზა ნავროზაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ქართული დაპირისპირება შედგა "კოლომიესა" და "მონ-დე-მარსანის" შეხვედრაში. "კოლომიემ" მეტოქე 22:17 დაამარცხა და მის ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელმაც მოედანზე 56 წუთი გაატარა. "მონ-დე-მარსანის" შემადგენლობაში მარცხენა ბურჯად დაიწყო თამაში ლაშა მაჭარაშვილმა. ის 33-ე წუთზე გელა მურუსიძემ შეცვალა.

პრო დე 2-ში ერთი კვირა დასვენებაა და თამაშები 8 ოქტომბრიდან განახლდება.

rugby.ge

სოსო
მართლაც მშვენიერი ლელო იყო.ჩვენს ნაკრებსაც, ასეთი ლელოები.
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
"ბორჯღალოსნების" სამი დებიუტანტი
"რაგბი ევროპა" მიხეილ ალანიაზე - მამის ნაკვალევზე
ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს