სანაკრებო შეკრების წინ "ბორჯღალოსნებმა" ტოპ 14-ისა და პრო დე 2-ის კლუბებში მიმდინარე სეზონში პირველი თამაშები ჩაატარეს. გავიდა ერთი ქართული ლელო – თორნიკე მატარაძემ პირველი ფრანგული ლელო გაიტანა.

ორ-ორად სამ გუნდში

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-4 ტური კვლავ ნაკლულად ჩატარდა. ორი მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ჩატარებული ხუთი მატჩიდან სამში, თითო გუნდში წყვილ-წყვილად ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა. მათგან ორი მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის განაცხადში პირველად გამოჩნდა.

„სტად ფრანსე“ „აჟენს“ ეწვია და სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმა – 20:3. პარიზელებმა ქართველი ბურჯებით ზედიზედ მეორე თამაში დაიწყეს. გიორგი მელიქიძე 36-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 61-ეზე მოედანზე დაბრუნდა და ბოლომდე გაისარჯა. 51 წუთი ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

მიმდინარე სეზონში "მონპელიეს" შემადგენლობაში პირველად ითამაშა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ. ის "ტულონთან" სტუმრად 21:25 წაგებულ მატჩში შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა. "მონპელიეს" ძირითადში იყო და ერთი საათი ითამაშა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა.

"რასინგ 92"-ის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა გია ხარაიშვილმა. ის შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა. პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. მისთვის ეს მეორე თამაში იყო და პირველი - სასტარტო შემადგენლობაში. პარიზელებმა "ტულუზს" უმასპინძლეს და მთელმა მატჩმა ბრძოლაში ჩაიარა, გამარჯვება კი სტუმრებს დარჩათ – 30:24.

მატარაძის პირველი ლელო

პრო დე 2-ის მე-5 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. თორნიკე მატარაძემ საფრანგეთში პირველი ლელო გაიტანა, ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეებს კი დებიუტი ან მეტი სათამაშო დრო ჰქონდათ.

"ნევერის" ბურჯმა თორნიკე მატარაძემ, რომელიც საფრანგეთში 2016 წლიდან (პირველი ორი წელი "ლიონში") თამაშობს, თავისი პირველი ლელო გაიტანა. მას გასულ ორ სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში 30 თამაში აქვს ჩატარებული, წელს კი განაცხადში პირველად მოხვდა. ის გურამ პაპიძესთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იყო – თორნიკემ 65 წუთი ითამაშა, გურამმა - 60.

"ნევერი" სტუმრად ქართველების "ორიაკს" ეთამაშა და 17:23 დამარცხდა. მატარაძემ ლელო 49-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა, მასპინძელთა სასარგებლოდ. "ორიაკის" მხრიდან ამ გამარჯვებაში წვლილი ხუთ ქართველს მიუძღვის. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შესვენებისას შეცვალეს) და კვაჭი ლუკა ნიორაძე (64 წუთი). მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ და მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ, ხოლო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი მოედანზე 49-ე წუთზე გამოჩნდა.

მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ. მისი "რუანი" "ანგულემს" ეწვია და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 28:24. მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა ძირითადში იყვნენ ბურჯი ლუკა გოგინავა და მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი. გოგინავა 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სუთიაშვილი სრულად გაისარჯა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ზაზა ნავროზაშვილის "პროვანსმა" "კოლომიეს" უმასპინძლა და 15:23 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ახალ გუნდში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა დუდუ ქუბრიაშვილმა. შეგახსენებთ, ის "პერპინიანს" ახლახან შეუერთდა და "გრენობლთან" 26:18 მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. "გრენობლის" რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

"ბიარიცის" პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა მესამეხაზელ თორნიკე ჯალაღონიას, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული. მან შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ნაკრებში გამოძახებული ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, რომლის მაგივრად 55-ე წუთიდან თამაშში გიორგი ნუცუბიძე ჩაერთო. 55-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმაც. "ბიარიცმა" "კარკასონი" მიიღო და ბონუსით, 37:10 დაამარცხა.

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
U20. თორნიკე მატარაძე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია
ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში