"ოიონამ" "კარკასონს" უმასპინძლა და 23:6 დაამარცხა. მათ შემადგენლობაში 62-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ.
"კოლომიე" "რუანს" ეწვია და 24:19 დაამარცხა.
სტუმრად "აჟენს" 28:24 მოუგო "ბურგ-ან-ბრესმა", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა ვაჟა კაპანაძემ, თუმცა 70-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. მასპინძელთა ძირითადში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს ჯაბა ბრეგვაძე. "აჟენში" და პრო დე2-ში დებიუტი ჰქონდა მეორეხაზელ "ბორჯღალოსან" გრიგორ ქერდიყოშვილს. ის მარქაფაში იყო და თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.
"მონტობანმა" "ბეზიეს" უმასპინძლა და ბონუსით, 37:11 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ახალაძე.
ფრედ 23:23 დასრულდა "ბაიონისა" "ნევერის" შეხვედრა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მიმდინარე სეზონში "ნევერის" რიგებში პირველად გამოჩნდა თორნიკე მატარაძე, რომელიც ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.
rugby.ge