პრო დე2 - ქერდიყოშვილის დებიუტი საფრანგეთში

AutoSharing Option
პრო დე2-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში მოედანზე ექვსი ქართველი გავიდა – სამი "ორიაკის" და სამიც "გრენობლის" შემადგენლობაში. "ორიაკი" მასპინძელი იყო და მომხვდურს 21:16 აჯობა. მათ რიგებში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ, ხოლო გიორგი ქართველიშვილი და ლუკა ნიორაძე 54-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ბურჯებით დაიწყო თამაში "გრენობლმა". ილია კაიკაციშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზურაბ ჟვანის ნაცვლად თამაშში ლუკა გოგინავა 55-ე წუთიდან ჩაერთო.

"ოიონამ" "კარკასონს" უმასპინძლა და 23:6 დაამარცხა. მათ შემადგენლობაში 62-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

"კოლომიე" "რუანს" ეწვია და 24:19 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა. მასპინძელთა შორის თამაშში 32-ე წუთიდან ჩაერთო ხვიჩა ცოფურაშვილი. მან 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.

სტუმრად "აჟენს" 28:24 მოუგო "ბურგ-ან-ბრესმა", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა ვაჟა კაპანაძემ, თუმცა 70-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. მასპინძელთა ძირითადში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს ჯაბა ბრეგვაძე. "აჟენში" და პრო დე2-ში დებიუტი ჰქონდა მეორეხაზელ "ბორჯღალოსან" გრიგორ ქერდიყოშვილს. ის მარქაფაში იყო და თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.

"მონტობანმა" "ბეზიეს" უმასპინძლა და ბონუსით, 37:11 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ახალაძე.

ფრედ 23:23 დასრულდა "ბაიონისა" "ნევერის" შეხვედრა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მიმდინარე სეზონში "ნევერის" რიგებში პირველად გამოჩნდა თორნიკე მატარაძე, რომელიც ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული