ნინიაშვილი "ლიონში" სწრაფად დამკვიდრდა - ინტერვიუ

AutoSharing Option
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა.

19 წლის "ბორჯღალოსანი" "ლიონს" ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან "პოს" ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა:

პირველი ლელო ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

ყველამ მომილოცა. მეც ძალიან გამიხარდა, მაგრამ ემოციების
და აღტაცების გამოხატვა არ მეხერხება. ამ ლელოში დიდი წვლილი მიუძღვის ლიმა სოპოაგას. შერკინება გამეორდა და მან ამ კომბინაციის გათამაშება შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი და ლელოც გავიტანე.

ლიონში ზაფხულში გადახვედი და მიუხედავად ასაკისა, ეგრევე იქეცი ძირითადის მოთამაშედ. რამ განაპირობა ასეთი ნდობა?

რაც თავი მახსოვს, სულ ვუყურებდი რაგბის ვიდეოებს, ვიღებდი ცოდნას და ვცდილობდი მის განხორციელებას, სულ ვვარჯიშობდი უნარების დახვეწაზე და ახლაც ასე ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ "ლიონში" თავი უკვე დავიმკვიდრე. ბევრი ტრავმირებული გვყავს და თამაში მიწევს. მერე ვნახოთ, რა იქნება. მწვრთნელსაც მოსწონს ჩემი სტილის მოთამაშეები, თავით თავში რომ ასკდებიან მოწინააღმდეგეს და ნდობაც ალბათ ამან განაპირობა. მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები და ყველა თამაშში 100%-ზე მეტად ვიხარჯები.

კლუბში გარემარბად თამაშობ, საქართველოს ნაკრებში - ფულბეკად. შენ რომელი გირჩევნია?

ცოტა შორიდან დავიწყებ. "ხვამლში" თავიდან ფულბეკის პოზიციაზე ვიდექი და ძალიან მომწონდა. მერე გუნდში, სიტუაციიდან გამომდინარე, ფლანკერად მომიწია თამაში და ბოლო 3 წელია ხაზში დავბრუნდი. ახლა 12 თამაში ფრთაზე ჩავატარე და ძალიან მომწონს ეს პოზიცია – ამოვდივარ, ბოჭვის შესრულება და დაკიდებულ ბურთებზე თამაში მიწევს, რაც ძალიან მიყვარს. ხაზში სადაც უნდა დამაყენონ, ნებისმიერ პოზიციაზე სიამოვნებით ვითამაშებ.

რა არის "ლიონის" მიზანი მიმდინარე სეზონში?

უპირველესი მიზანი ექვსეულში შესვლაა და მერე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა მდევრებს ჩვენზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. ექვსეულში მოსახვედრად იანვარი-თებერვალი მნიშვნელოვანი იქნება.

Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სწრაფად პროგრესირებს. შრომა არ შეაჩეროს და მსხვილი კალიბრის ვარსკვავი ეყოლება საქართველოს.
გიორგი
15:30 11-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული