"მონპელიე" "ლა როშელს" ეწვია და 29:23 დაამარცხა. მიხეილ ნარიაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენების მერე შეცვალეს. თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო გელა აფრასიძე. 68-ე წუთზე დერეფნის შემდეგ ხაზიდან ამოვარდნილი მცველი შენიშნა, ცრუმოძრაობის შემდეგ სწრაფად გაჭრა ხაზი, ბურთი ფეხით გადაიკიდა, მიჰყვა და ცალი ხელით დაამიწა, რითაც ანგარიში 29:16 გახადა. აფრასიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გატანილი ლელოა, სულ
"ლიონმა" "პერპინიანს" 28:23 სძლია. დავით ნინიაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. 44-ე წუთზე მან ფრთაზე გრძელი გადაცემა შეირგო და ლელოში მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ "ლიონი" 16:13 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ნინიაშვილისთვის ეს ამ თვეში გატანილი მესამე ლელოა. მან "პერპინიანი" ორჯერ დაამწუხრა – ერთხელ ტოპ 14-ში და ერთხელ ჩელენჯ ქაფზე. მასპინძელთა რიგებში თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი.
"პომ" "კლერმონი" მიიღო და 28:20 გაიმარჯვა. ბექა გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფლანკერის პოზიციაზე კარგი თამაში ჩაატარა. 69-ე წუთზე მან "პოს" ფაზური შეტევა ლელოთი დაასრულა და საკუთარი გუნდი 21:20 დააწინაურა. ბექასთვის ეს მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში.
ლიდერმა "ბორდომ" "კასტრს" უმასპინძლა და 23:10 დაამარცხა. სტუმართა შორის შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.
"ბრივმა" "ბიარიცი" მიიღო და ბონუსით – 33:10 დაამარცხა. ორივე გუნდის რიგებში სამ-სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. "ბრივის" ძირითადში იყვნენ ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ლუკა ჯაფარიძე, რომლის ნაცვლად 63-ე წუთზე თამაშში სოსო ბეკოშვილი ჩაერთო. სტუმართა შორის პირველიდან 74-ე წუთამდე გაისარჯა თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და შესვენების შემდეგ ის გიორგი ნუცუბიძემ შეცვალა.
"რასინგ 92"-მა "ტულუზს" სტუმრად 20:15 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე დასკვნითი 25 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.
ტურის დასკვნით შეხვედრაში ბექა გიგაშვილის "ტულონი" "სტად ფრანსეს" ეწვია და ტაიმი 17:10 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ 24:26 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
ინგლისის პრემიერშიფის მე-14 ტურში "გლოსთერმა" "ნიუკასლს" სტუმრად 32:22 სძლია. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 4 წუთი ითამაშა გიორგი კვესელაძემ.
პრო დე2 – შეყლაშვილმა ლიდერს გაუტანა
მე-19 ტურში "კოლომიემ" ლიდერ "ოიონას" უმასპინძლა და 29:17 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ბექა შეყლაშვილმაც შეიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 52 წუთი გაატარა და 25-ეზე ლელო გაიტანა. სტუმართა განაცხადში იყო და დასკვნითი 5 წუთი ითამაშა ბექა კაკაბაძემ.
"მონტობანი" "კარკასონთან" მეორე ტაიმის დებიუტში კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებთან 6:31 დამარცხდა. სტუმართა რიგებში მირიან ბურდული 49-ე წუთზე გამოჩნდა და 64-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.
"ბეზიემ" "აჟენს" უმასპინძლა და ბონუსით, 29:3 მოუგო. სტუმართა ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს ჯაბა ბრეგვაძე. მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ, ჟორჟ სალდაძე კი შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა.
"გრენობლმა" "რუანი" მიიღო და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდა – 14:15. მასპინძელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და ის 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა გოგინავა თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.
"ვანთან" სტუმრად 10:33 დამარცხდა "მონ-დე-მარსანი", რომლის რიგებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ლაშა მაჭარაშვილმა.
"ბეიონმა" ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (13:13) "ნევერს" სტუმრად ბონუსით, 41:13 მოუგო. სამწუხაროდ, მე-9 წუთზევე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა "ბეიონის" მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე, ხოლო გია ხარაიშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.
Georgian Rugby