"მე რომ ევროპული კლუბი ვიყო, რომელიც ცენტრს ეძებს, სერიოზულად დავაკვირდებოდი ქართველ 13 ნომერ გიორგი კვესელაძეს. შესანიშნავი ლელოს გარდა, ის გამოირჩა დაცვაში საიმედო თამაშით. განათლებული და შრომისმოყვარეა", - დაწერა მაშინ ო’დრისკოლმა.
იმ დღეს კვესელაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მისი
"გლოსთერში" თამაშის პარალელურად, ის საერთაშორისო კარიერას აგრძელებდა და ნოემბერში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაში დაეხმარა. სკივინგტონი ქართველ მორაგბეზე ამბობს:
"ის ხარისხიანი მოთამაშეა. ირლანდიას მან მართლაც გამორჩეული ლელო გაუტანა. ახლა მას პრემიერლიგის ინტენსივობასთან შეგუების პერიოდი უდგას და მუხლჩაუხრელად შრომობს საკუთარი თამაშის დასახვეწად და ინგლისური ენის შესასწავლად. მას სურს ჩვენი გუნდის ნაწილი იყოს და აშკარაა, ნათელი მომავალი აქვს. ამ სეზონში მას არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო და რამდენჯერმე გაემგაზვრა საქართველოს ნაკრებში, რის გამოც სასურველი ბალანსი ვერ დავიცავით, თუმცა ის შესანიშნავი ადამიანი და მორაგბეა და დიდი პოტენციალი აქვს.
საქართველოს ნაკრებში თამაშისას ის შთამბეჭდავი იყო დაზღვევისას, თუმცა ჩვენ გვსურს, ენერგია საჭირო დროს გამოიყენოს და ჩაჯდეს სისტემაში. "ბრისტოლთან" მან ეს შესანიშნავად მოახერხა და "ვუსტერთან" 12 ნომრის პოზიციასაც კარგად გაართვა თავი. გიორგიმ თამაშის მერე მითხრა, რომ მოსწონს 12 ნომრად თამაში. მას მუდმივი პროგრესი აქვს და მას უფრო მეტო სათამაშო დრო ექნება, ვიდრე გასულ სეზონში. მჯერა, ის ძალიან კარგი მოთამაშე გახდება.
ღია ვართ და დიდი ყურადღებას ვუთმობთ "გლოსთერის" ახალგაზრდა მოთამაშეებს, თუმცა სხვა, დაბალის დონის ჩემპიონატებში, რომლებიც ვერ პასუხობენ პრემიერლიგის სტანდარტებს, არიან გიორგის მსგავსი შემსრულებლები და თუ ასეთ ხარისხიან შემსრულებლებს ვიპოვით, შესანიშნავი იქნება. სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად, თუმცა მე ღია ვარ ნებისმიერისთვის, ვისაც სწავლა და განვითარება უნდა".
rugby.ge