ქართველები ევროთასების ფინალში

AutoSharing Option
ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების 2021/2022 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრებში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ითამაშებს.

ჩემპიონთა თასის ფინალში, 28 მაისს მარსელში, "ველოდრომზე", გურამ პაპიძის "ლა როშელი" ირლანდიურ "ლენსთერს" ერკინება. ირლანდიელები ფინალში მეექვსედ არიან (4-გზის გამარჯვებული) ფრანგები კი მეორედ ითამაშებენ. "ლა როშელმა" ფინალი შარშან "ტულუზთან" დათმო (17:22).

ნახევარფინალში პაპიძის გუნდმა "რასინგ 92"-ს 20:13 სძლია. ამ მატჩში მთავარი მსაჯის ასისტენტი იყო ნიკა ამაშუკელი. რაც შეეხება მორაგბეებს, პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველი ტაიმი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. მეორე ნახევარფინალში "ლენსთერმა’ ‘ტულუზს" 40:17 სძლია.

ჩელენჯ თასს აუცილებლად
ეყოლება ქართველი გამარჯვებული. 27 მაისს ფინალში "ლიონი" და "ტულონი" ითამაშებენ.

ნახევარფინალში "ლიონმა" ინგლისურ "უოსპს" 20:18 მოუგო. ფრანგთა რიგებში სრულად ითამაშეს ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა. საღინაძემ ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და ჯამში 11 მეტრით წინ წაწია, დაცვაში კი 10 ბოჭვა შეასრულა. ნინიაშვილმა 6-ჯერ შეუტია, 3-ჯერ გაჭრა ხაზი და ჯამში 93 მეტრი იარა. მის ანგარიშზეა 3 ბოჭვა.

"ტულონმა" ასევე ინგლისურ "სარასენსს" 25:16 სძლია და მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, თუმცა ის ჯერ არასდროს მოუგია. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან ბურთით ორჯერ შეუტია და 4 მეტრით წინ წაიწია, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული