მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა

AutoSharing Option
"უოტფორდი" თავისი საიტით იტყობინება, რომ მათ გუნდში იჯარის წესით მოთამაშე საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ინგლისური კლუბი არ აზუსტებს დეტალებს, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ და მისი ახალი ხელშეკრულება სამსეზონიანია.

ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა: "კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერს მივეჩვიე - თანაგუნდელებს, პერსონალს და შესანიშნავ გულშემატკივრებს. გახარებული ვარ იმის გამო, რომ "უოტფორდის" ფეხბურთელი გავხდი. აქ ყველაფერი მომწონს, საქმისადმი მიდგომა და მაღალი პროფესიონალიზმი.
შთამბეჭდავი გარემოა და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ.

ქვეყნის გამოცვლა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ყველაფერს სწრაფად შევეგუე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ ბევრი გამოცდა გველის, რომლებსაც ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა. ეს ყველას გვინდა - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ქომაგებს.

მოედანზე მუდამ გამარჯვებისთვის გავდივარ. მოხარული ვარ, რომ "უოტფორდსაც" იგივე მენტალიტეტი გააჩნია. ყოველთვის დადებითი შედეგის მიღწევას ვცდილობთ, ნებისმიერი სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები წაუყენო, შემდეგ კი მათ შესასრულებლად თავი არ დაზოგო და კარგად ითამაშო.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და აღიარებისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც ვგრძნობ. პირველივე მატჩისას მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს სიყვარული სულ უფრო და უფრო იზრდება და მეტ სიმშვიდესა და თავდაჯერებას მძენს. მსურს, ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ და შესანიშნავი მოგონება დავტოვო. მაგარი ფანები გვყავს, ყოველთვის გვქომაგობენ და ერთი დიდი ოჯახი ვართ. თუ წარმატების მიღწევა გინდა, ასეთი გარემოცვა უმნიშვნელოვანესია".
მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩაკვეს ვულოცავ!
ერთ რჩევას მოგცემ
ყველა დარტყმა კარში მეკარეს დაუმიზნე
არ ვხუმრობ
თენგო
02 თებერვალი 2024 18:19
1
იშვიათია ჩაკვესნაირი ელეგენტური ფეხბურთელი და დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე.
რაბუ
02 თებერვალი 2024 16:00
1
კი არ გამოსყიდა არამედ გამოიხსნა
7898
02 თებერვალი 2024 14:55
0
ჩაკვეს და მის ოჯახს, ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს, ყველას ვულოცავ და გილოცავთ ამ - დიდი ხნით დაგვიანებულ ამბავს! გაიხარეთ და გავიხაროთ ერთად!
გიო, როცა საქართველოში იქნები, ძველი სპორტული გამოცდილებით გირჩევ: არტალას, ხაშს, ღორის ჩლიქების მუჟუჟს, "ხალადეცს"(ღორი, საქონელი, თევზი - სულერთია) ფელამუშსა და კომშის, ქლიავის ჯემებს მიეძალე - ყველა ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ ჟელეს და კარგია სახსრებისა და მყესების გასაძლიერებლად, ასევე ორგანიზმის ტოქსინებისგან გასასუფთავებლად!
ვაჟა მასწავლებელი
02 თებერვალი 2024 14:18
1
კი. ფელამუში და ზღმარტლი თუ უშველის
გენა
02 თებერვალი 2024 17:40
0
ეს ბიჭი სეზონის ბოლოს "სიტის" და "იუნაიტედის" რადარებზე გამოჩნდება... მომავალ სეზონს მანჩესტერში დაიწყებს!!!
გია_544
02 თებერვალი 2024 13:04
1
უფალს ვთხოვ ასრულდეს თქვენი სიტყვები. გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია საქართველოს ისტორიაში. სულ ახალგაზრდა კაცმა ცალი ფეხით მოიგო ერთა ტურნირი. და რაც მთავარია იმ უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს და მისი ქომაგს იმედი დაუბრუნა. მისი გამარჯვების მომტანი გოლები სულ მახსოვს და ველოდები მათ გამეორებას ლუქსემბურგთან და ბერძნებთან. გილოცავ გიორგი ახალ რეალობაში შესვლას. სულ წინ გევლოს.
გიზოგ
02 თებერვალი 2024 15:26
0
მიზანი გორის დილაში ჩამოსვლაა
ვაჟა
02 თებერვალი 2024 11:57
33
არ გინდათ გორი?
ვაჟა
02 თებერვალი 2024 17:41
0
ვაჟა რეებს მიაც-მოაცვამ? - ჩემი სეხნია რომ ხარ მით უმეტეს მეწყინა ასეთი კომენტარი! ჩაკვე-დან იწყება ქართველ იმედისმომცემ ფეხბურთელთა ახალი თაობის ათვლა.
ვაჟა მასწავლებელი
02 თებერვალი 2024 14:05
1
კარგია რომ ამ დებილურ გუნდს მოშორდა. წარმატებები!
ირაკლი
02 თებერვალი 2024 11:57
1
წარმატებები ჩაკვე
dato
02 თებერვალი 2024 11:54
0
მაგარი სასიხარულო ამბავია მიაცეკიგიო
boko
02 თებერვალი 2024 11:38
0
აბა შენ იცი ჩვენო იმედო,მუდამ წინ გევლოს, წარმატებები
akaki
02 თებერვალი 2024 11:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული