მსოფლიო თასი: C ჯგუფი: ინგლისმა აშშ-ს 1 "ლელო დაადებინა"

AutoSharing Option
26 სექტემბერს, მსოფლიოს თასის C ჯგუფის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს შეეძლო აშშ-სთვის 1 ქულაც არ დაეთმო, თუმცა გაწითლებულ დროზე ბურთი არ გადააგდეს და მეტოქე 45:7 დაამარცხეს.

ინგლისელებმა პირველ ტაიმში 3 ლელო დადეს. თავი ფორდმა, ვუნიპოლამ და ქოუენ-დიქიმ გამოიჩინეს. 3-დან 2 გარდასახვა ზუსტად ფორდმა შეასრულა და ბრიტანელებმა ტაიმი 19:0 მოიგეს.

ინგლისელებს ზეწოლა არც მეორე ნახევარში შეუმცირებიათ. მეორე ტაიმის 28 წუთში 3 ლელო (ქოკანასიგა, მაკკონოჩი, ლადლემი) დადეს და ფორდმა ისევ 2 გარდასახვა გაიტანა. 69-ე წუთზე კი ამერიკელთა 7 ნომერ ქუილს შეხვედრის მთავარმა მსაჯმა
ოუენ ფარელზე უხეში თამაშისათვის წითელი ბარათი უჩვენა.

კაცნაკლულ აშშ-ის ნაკრებს ინგლისმა კიდევ ერთი ლელო დაუდო. 75-ე წუთზე დუბლი ქოკანასიგამ შეასრულა და მატჩის საუკეთესო მორაგბე ფორდმაც ზუსტად დაარტყა გარდასახვა - 45:0. ინგლისელებს კიდევ ერთი ლელოს დადება 78-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა შეტევაში წასული ბრიტანელები ამერიკელი მორაგბის ტრავმის გამო მსაჯმა შეაჩერა.

ძალიან კარგი მომენტი იყო ბოლო წუთზე, როცა გაწითლებულ დროზე ინგლისელებმა ბურთი რამდენჯერმე არ გადააგდეს, ლელოს დასადებად წავიდნენ, თუმცა ბურთი დაკარგეს და მომდევნო შეტევაში ლელო ამერიკელებმა დადეს და შეხვედრაც დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ინგლისს ორი მოგება დაუგროვდა და ჯგუფში გალიდერდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული