მსოფლიო თასი. A ჯგუფი: ირლანდიამ რუსეთს მშრალი ანგარიშით მოუგო

AutoSharing Option
ფოტო: Telegraph

იაპონიაში მიმდინარე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდს 1 ქულაც არ მოაპოვებინა და ბონუს-ქულით დაამარცხა - 35:0.

ირლანდიელებმა პირველი ნახევარი 21:0 მოიგეს. "სამყურებმა" უკვე მე-2 წუთზე დაუდეს ლელო. პირველ ნახევარში ბრიტანელებმა ჯამში 3 ლელო დადეს. თავი კირნიმ, ო'მაჰოუნიმ და რადოქმა გამოიჩინეს. 3-ვე გარდასახვა ზუსტად სექსტონმა დაარტყა.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში რუსები მრისხანე მოწინააღმდეგეს გაუძალიანდნენ და ქულა არ მიუღიათ. 62-ე წუთზე "დათვების" ჩათვლის მოედანში ბურთი ქონვეიმ დაამიწა. 76-ე წუთზე შეხვედრის მე-7 ლელო რაინროუზმა დადო,
გარდასახვა ზუსტად კართიმ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 35:0.

მართალია, ჯგუფს ირლანდია ლიდერობს 11 ქულით, თუმცა "მწვანეებს" 3 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მეორე ადგილზე იაპონია გახლავთ 2 გამარჯვებითა და 9 ქულით. მესამე პოზიციაზე შოტლანდია გახლავთ 5 ქულით. მე-4 სამოაა 4 ქულით, ხოლო რუსეთი ბოლო პოზიციაზეა 0 ქულით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება იაპონიასა და შოტლანდიას შორის. თუ იაპონიამ გაიმარჯვა, მსოფლიო თასის არსებობის მანძილზე პირველად გავა პლეი-ოფში, ხოლო თუ შოტლანდიამ მასპინძლები დაამარცხა, ძალიან დაძაბული ვითარება შეიძლება დადგეს და 3 გუნდს 3-3 მოგება დაუგროვდეს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
იაპონია ფავორიტია და მოიგებს კიდეც.
ddgfdf
00:38 04-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული