მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ინგლისის ნაკრები პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
5 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფის მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები არგენტინას შეხვდა და ანგარიშით 39:10 დაამარცხა. ამ მოგებით ინგლისელებმა ბონუს ქულა აიღეს და ჯგუფს 15 ქულით ლიდერობენ.

არგენტინას კი 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 9 ქულა ოუენ ფარელმა მოიპოვა, რომლის ანგარიშზე სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმაა.

საბოლოო ჯამში ინგლისელებმა 6 ლელო დადეს, ხოლო არგენტინამ ინგლისის საჯარიმოში მხოლოდ ერთხელ დაამიწა ბურთი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ რეალურად გვინდა სერიოზული სპეციალისტი
Vern Cotter ი უნდა მოიყვანოს ფედერაციამ !!!!
Best
06 ოქტომბერი 2019 01:10
0
იაპონია-სამოას თამაშზე რატომ არაფერს წერთ?
არ ეკადრება ქვეყანას რომელიც ახცადებს რომ „რაგბი ჩვენი თამაშია!"
ასეთი ცოტა ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატზე.
1
05 ოქტომბერი 2019 23:37
1
სად ქვეყანა და სად სპორტალი, ასე ნიშნის მოგებით გუნდის მარცხის "განცდა"ტეხავს, მაგრამ ჭორების და სტენოგრაფიის იქით რომვერ მიდის ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკა უფრო ტეხავს. ვერ იყენებენ ჩვენი ჟურნალისტები საინფორმაციო ბერკეტს.
ანდრი
07 ოქტომბერი 2019 11:16
0

სიახლეები პოპულარული