მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა ტონგა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფის შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოახერხა ტონგას დამარცხება და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

ფრანგები საწყის 7 წუთში 10-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ჯერ ჯარიმა გაიტანა ნჩამაქმა, შემდეგ ვაკატავამ ლელო დადო და გარდასახვა ისევ ნჩამაქმა შეასრულა ზუსტად. 32-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა და ამჯერად ლელო ისევ ფრანგებმა დადეს. თავი რაკამ გამოიჩინა და ნჩამაქის ზუსტად დარტყმული გარდასახვის შემდეგ ანგარიში 17:0 გახდა. თუმცა, ტაიმის მიწურულს ფიჯელებმაც მოახერხეს მეტოსი დალელოვება, ეს ტაკულუამ გააკეთა და მანვე დაარტყა გარდასახვა- 17:7.

მეორე ტაიმის
დასაწყისში ტონგელებმა კიდევ ერთი გადასახული ლელოთი უპასუხეს ევროპელებს და ანგარიში 3 ქულამდე შემცირდა. ამის შემდეგ ნჩამაქმა 2 ჯარიმის გატანა მოახერხა- 23:14. მე-80 წუთზე ტონგელებმა დადეს ლელო, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეას და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა - 23:21. თუმცა, მეტის მოხერხება კუნძულელებმა ვეღარ შეძლეს და მსოფლიო თასის მე-3 შეხვერაში მე-3 მარცხი განიცადეს.


მსოფლიო თასი, C ჯგუფი

საფრაგეთი - ტოგა 23:21

ლელოები

საფრანგეთი: ვაკატავა, რაკა

ტონგა: ტაკულუა, ჰინგანო, კაპელი

ჯარიმები

საფრანგეთი: ნჩამაქი (3)

გარდასახვები

საფრანგეთი: ნჩამაქი (2)

ტონგა: ტაკულუა (2), ფოსიტა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიჯი და ტონგა ვერ ხედავთ რას შვრებიან, აი ამათ უნდა ვეთამაშოთ თამაში ამათგან უნდა ვისწავლოთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული