მსოფლიო თასი: ურუგვაი უელსს დიდი ხანი ებრძოდა, თუმცა...

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრბის ქვეჯგუფში მყოფი ურუგვაისა და უელსის ნაკრების თამაშის უდიდესი ნაწილი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა უელსელთა ძალამ თავისი გაიტანა და სამხრეთ ამერიკელთა დამარცხება მოახერხეს- 35:13.

პირველი ტაიმმა ყველასთვის მოულოდნელად, მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა. უელსელბმა ლელო მე-17 წუთზე დადეს, თავი სმითმა გამოიჩინა, გარდასახვა კი ზუსტად ჰალპენიმ შეასრულა. თუმცა, პირველი ტაიმში მეტი ქულა ბრიტანელებმა ვეღარ მოიპოვეს, ურუგვაელმა ბერჩესიმ კი 2 ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი უელსმა მხოლოდ 1 ქულის სხვაობით მოიგო- 7:6.

49-ე  წუთზე
მეორე ლელო დადეს ულსელებმა, ხოლო 67-ე წუთზე კი, ურუგვაი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ანგარიში 21:6 გახდა. თუმცა, ურუგვაელებმაც მოახერხეს ლელოს დადება, უელსის ჩათვლის მოედანში ბურთი კესლერმა დაამიწა, გარდასახვა ზუსტად ბერჩესიმ შეასრულა. 75-ე წუთზე უელსელებმაც დადეს ლელო, თავი უილიამსმა გამოიჩინა. ამის შემდეგ, როცა ანგარიში 28:13 გახლდათ, დრო კი დიდი ხნის გაწითლებული იყო, მოედნის ფარგლებს მიღმა ბურთი არცერთმა გუნდმა არ გადააგდო და საბოლოოდ უელსელებმა კიდევ ერთი ლელო 80+5 წუთზე დადეს, ეს დეივისმა გააკეთა. ჰალპენიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა- 35:13. თუმცა აღსანიშნავია, რომ მატჩის შინაარსსა და მსვლელობიდან გამომდინარე, ანგარიში ადეკვატური ნამდვილად არ გახლავთ.

ამ მოგებით უელსმა 19 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ურუგვაი 4 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.


რაგბის მსოფლიო თასი, D ჯგუფი


უელსი - ურუგვაი  35:13


ლელოები

უელსი: სმითი, ადამსი, უილიამსი, დეივისი

ურუგვაი: კესლერი


ჯარიმები

ურუგვაი: ბერჩესი (2)


გარდასახვები

უელსი: ჰალპენი (4)

ურუგვაი: ბერჩესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული