19 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.
ახალი ზელანდია ირლანდიას შეხვდა და დამაჯერებლად 46:14 დაამარცხა.
ახალზელანდიელებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს. გამოირჩნენ ძმები ბოდენ და ჯორდი ბარეტები. დუბი გაიფორმა აარონ სმიტმა.
ახალი ზელანდია ნახევარფინალში ინგლისს 26 ოქტომბერს დაუპირისპირდება.