26 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.
ინგლისის ნაკრები ახალ ზელნადიას შეხვდა და 19:7 დაამარცხა.
ინგლისელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ და მანუ ტუილაგიმ ლელო დადო, ოუენ ფარელმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. პირველ ტაიმში ჯორჯ ფორდმა ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ინგლისმა 10:0 მოიგო.
მეორე ტაიმში ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიატანა. შემდეგ არდი სავეამ ინგლისელების შეცდომის ისარგებლა და ლელო დადო, რასაც რიჩი მოუნგამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ახალმა ზელანდიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:13.
63-ე წუთისთვის ინგლისელებმა კარგად შეუტიეს და საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:7 გახადა. 69-ე წუთზე კი ფორმდა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და სხვაობა უფრო დიდი გახდა - 19:7.
საბოლოოდ ინგლისმა გაიმარჯვა და იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო თასის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 27 ოქტომბერს მეორე ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელს შეხვდება.
ჰაკის შესრულების დროსვე ეტყობოდა ინგლისს რო სხვა გუნდებივით არ მოეკვეთებოდათ მუხლები...
ასეთი აგრესიული ინგლისი და ამ სისწრაფეზე მოთამაშე მემგონი არავის გვახსოვს... რაქებში ხო წალეკეს მთლად...
ნუ ფანტასტიკა იყო ..
ინგლისმა თუ ასე კონცენტრაციით ითამაშა ფინალიც რომელიც არ უნდა შეხვდეს გააპობს შუაზე
ასეთი იდიოტური შეფასებები და თან რაგბში საიდან?? ეს ფეხბურთი არ არის..ძალიან მაგარი მწვრთნელი ყავს და ტაქნიკურად ყველა კომპონენტში აჯობა ინგლისმა, რაქი, შერკინება ინგლისმა მოიგო და აუტზე კიდე მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა.. თუ ვინმეს სჯერა რო რაგბში ასე ჩაწყობა და თამაშის მიცემა შეიძლება მაშნ რავიცი აბა, სჯობს რაგბს არ უყუროთ...
პ.ს. ეს თამაში იყო ზე რაგბი და ამაზე ნაკლები თამაშები არ უნდა იყოს რაგბში, მადლობა ორივე გუნდს და ინგლისს წარმატებები ფინალში..